რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
ებრაელი სტუდენტები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს ესტუმრნენ
დღეს, ისრაელის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ. ამ წუთებში ისინი სოფელ ერგნეთში ,,ომის მუზეუმში" იმყოფებიან, შემდეგ კი, ნიქოზში გაემგზავრებიან, სადაც ადგილობრივების სოციალურ მდგომარეობას გაეცნობიან და ამბულატორიის ხელმძღვანელს შეხვდებიან.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში წასვლამდე ისინი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენლებს შეხვდნენ. განყოფილების ხელმძღვანელმა დიმიტრი გოგიაშვილმა მათ ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და ომგამოვლილი თაობის მიმართ ფსიქოსარეაბილიტაციო კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ჯგუფი ეწვია პრეზიდენტის რეზიდენციას, საქართველოს პარლამენტს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს, რონდელის ფონდს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს თბილისში. გასვლითი ვიზიტების ფარგლებში სტუდენტები ეწვივნენ წეროვანის დევნილთა დასახლებას, შეხვდნენ ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტებს, ახალგაზრდული ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ისრაელის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები საქართველოში პროექტის „კულტურათაშორისი დიალოგი და სახალხო დიპლომატია“ ფარგლებში იმყოფებიან, რომელსაც საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი ქართლოსი, ისრაელის პარტნიორ ორგანიზაცია „სპარკპროსთან“ თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს ისრაელის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ჯგუფების სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას საქართველოში, რომელთა განმავლობაშიც იმართება შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან და აგრეთვე ხდება საქართველოს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობასთან გაცნობა.

ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ეს იყო მოცემული პროექტის ფარგლებში განხორციელებული, პროექტი მომავალშიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული მეგობრობის შემდგომ გაღრმავებას და გააგრძელებს მსგავსი სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას როგორც საქართველოში ასევე ისრაელში.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.