რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის მერს სესხის და გრანტის აღებაზე თანხმობა მისცეს

 

,,რამდენადად ჩემთვის ცნობილია, უახლოეს ხანებში მერს მუნიციპალიტეტისთვის არა აქვს დაგეგმილი რაიმე სესხის ან გრანტის აღება. უბრალოდ, რეგლამენტში მისი ჩანაწერის გაკეთება ჩვეულებრივ ფორმალურ ხასიათს ატარებს." - განაცხადა თედლიაშვილმა.

 

საკრებულოს წევრების განცხადებით, ფორსმაჟორულ სიტუაციაში და შემჭიდროვებულ ვადებში მერს აღნიშნული მუხლის გამოყენების შესაძლებლობა აქვს.

 

ზემოაღნიშნული ცვლილება 2014 წლის 2 აგვისტოს მიღებულ დადგენილებაში შევიდა. ცვლილებამ რეგისტრაცია 2014 წლის 5 სექტემბერს გაიარა.

 

,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" 2014 წლის 2 აგვისტოს #1 დადგენილებაში სხვა ცვლილებებიც შევიდა: კერძოდ:

 

,,საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა - სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან"

 

შემდეგი ცვლილება:

 

კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება: საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში; კომისიიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში. (თუმცა გაურკვეველი რჩება ის შემთხვევა, როდესაც თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს წევრი ვალდებულია რომელიმე კომისიის შემადგენლობაში შედიოდეს - რედ)

 

ცვლილება საკრებულოს სხდომის მოწვევის შესახებ:

 

,,საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროების ოფიციალურად მოწვევას."

 

,,საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს კვარტალური სამუშაობის გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად:

 

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნას და აუცილებელია მისი განხილვა საკრებულოს მიერ კანონით გათვალისწინებულ ვადების დაცვის მიზნით.

ბ)საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით.

გ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით

დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მოთხოვნით.

ე) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით.

 

ცვლილება დასახლებაში კრების მოწვევის თაობაზე:

 

დამეტა: ,,დასახლებაში კრების მოწვევა მერის წარმომადგენლის ინიციატივით. დასახლების საერთო კრებას ვალდებულია ესწრებოს მერის წარმომადგენელი, ამ საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრი და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, რომელიც ადგენს დასახლების საერთო კრების ოქმს და აცნობს მას კრების მონაწილეებს."

 

,,დასახლების საერთო კრების ოქმი წაკითხული უნდა იქნეს დასახლების საერთო კრებაზე და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ხელს აწერენ კრებაზე დამსწრე, მერის წარმომადგენელი, ამ დასახლებიდან არჩეული საკრებულოს წევრი, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი და კრების არანკლებ ხუთი მონაწილე"

 

ცვლილება შევიდა საკრებულოს საზოგადოებრივი დარბაზის დაფუძნების მუხლშიც:

 

,,საზოგადოებრივი დარბაზი მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით თვეში ერთხელ მაინც"

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი
თანამდებობიდან გადადგა. ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი
გახდება.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა. ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდება.
16:42 / 23.06.2026
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს
ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამების საქმეებზე,
დამნაშავედ ცნო.
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამების საქმეებზე, დამნაშავედ ცნო.
15:20 / 23.06.2026
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მცხოვრები გულნაზი
გვარამაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოენგრა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მცხოვრები გულნაზი გვარამაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოენგრა.
12:32 / 23.06.2026
შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 588 აბიტურიენტი
დარეგისტრირდა.
შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 588 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
12:00 / 23.06.2026
კასპში სამისამართო აბრების დამონტაჟებას ითხოვენ.
კასპში სამისამართო აბრების დამონტაჟებას ითხოვენ.
22:26 / 22.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.