რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ორიგინალური გადაწყვეტილების ავტორებს 500 ლარიან დადგენილებაში ცვლილებები შეაქვთ




კანდალური დადგენილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 2 აგვისტოს მიიღო. იმავე დღესვე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე Qartli.gE სხდომის ამსახველი კადრები გავრცელდა. გავრცელებული კადრები ცენტრალური საინფორმაციო საშუალებების - რუსთავი 2 და ტვ3-ის ეთერში გადაიცა. თემა გასართობ შოუებშიც მოხვდა. 2 აგვისტოს შემდეგ დაახლოებით მსგავსი დადგენილებების მიღება შიდა ქართლის დანარჩენმა მუნიციპალიტეტებმაც, გორისა და კასპის საკრებულოს წევრებმა სცადეს. თუმცა, ხმაურის ატეხვის შემდეგ მისი მიღება გადაიდო.

 

2014 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს არაოფიციალურად დაურიგდათ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს ჩაწერილი 500 ლარიან ხარჯებთან დაკავშირებით. ვიდრე ახალ რეკომენდაციებს შევეხებით, მანამდე ქარელში უკვე არსებული, ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ" დადგენილება გავიხსენოთ:

 

,,საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის - 100 ლარი; საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად - 100 ლარი; ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის - 250 ლარი; ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის შენობაში - 100 ლარი; ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრებისთვის - თითოეული გასვლისთვის 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს თვეში სამი შეხვედრისა; საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრებისთვის - 50 ლარის ოდენობით" 

 

ამავე დადგენილებაში ვკითხულობთ:

 

,,მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე"

 

,,საკრებულოს სხდომებზე და კომისიებში მონაწილეობის აღრიცხვას აწარმოებს საკრებულოს აპარატი"

 

ამომრჩევლებთან შეხვედრების ,,საქმიანობის აღრიცხვისთვის საკრებულოს წევრი, ყოველი თვის 5 რიცხვამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შევხვედრისა ანდა საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში"

 

,,მოხსენებით ბარათში აისახება: შეხვედრების ჩატარების დრო და ადგილი; შეხვედრის თემატიკა"

 

,,მოხსენებით ბარათს თან უნდა დაერთოს: ამომრჩევლებთან შეხვედრის დასადასტურებლად - მინიმუმ 3 ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი აქტი, რომელშიც მითითებული იქნება აქტზე ხელისმომწერი ამომრჩევლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის დასადასტურებლად - ამ პირ(ებ)ის ხელმოწერილი აქტი, რომელშიც მითითებული იქნება აქტზე ხელის მომწერი თანამდებობის პირების სახელი და გვარი"

 

,,დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე"

 

იხ. 2014 წლის 2 აგვისტოს სხდომის ამსახველი ვიდეო მასალა

 

2014 წლის 2 აგვისტოს შემდეგ 2014 წლის 20 აგვისტოს 500 ლარიანი ხარჯების შესახებ გორის მუნიციპალიტეტშიც იმსჯელეს. 

 

2014 წლის 20 აგვისტოს გორის რაიონის საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე 500 ლარიანი ხარჯების თემამ ხმაურის გარეშე ვერ ჩაიარა. საკრებულოს წევრების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იურიდიული სამსახურის მიერ მომზადებული პროექტი დაიწუნა. თუკი ერთ ნაწილს, 500 ლარიანი ხარჯების შესახებ, დამადასტურებელი და შესადგენი აქტების შინაარსი არ მოეწონა, მეორე ნაწილი, განსაკუთრებით, ფრაქციების და კომისიების ანაზღაურებადი ხელმძღვანელები ხარჯების მიღების შანსის დაკარგვამ გააღიზიანა. საკრებულოს თავმჯდომარის კოტე თავზარაშვილის მხარდაჭერით შედგენილ პროექტის მიხედვით,  სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო 500 ლარს ანაზღაურებადი დეპუტატები არ უნდა იღებენ. 

 

საკრებულოს წევრებმა, მათ შორის ოპოზიციამაც და პოზიციამაც, დადგენილების პროექტში დაფიქსირებული ამ ჩანაწერების ამოღება მოითხოვა. პროექტი იურიდიულ კომისიას უკან დაუბრუნეს და მასში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს. კერძოდ ის, რომ 500 ლარი მიეცეს ყველას, ანაზღაურებადსაც და არაანაზღაურებადს; ასევე ამ 500 ლარის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტეს, მხოლოდ, მოხსენებითი ბარათის სახე მიეცეს.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა საკრებულოს წევრებს შეახსენა 2010 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ  ანალოგიური შინაარსით მიღებული იმ გადაწყვეტილების მიზანი, რომელიც სწორედ 500 ლარის გაცემას ითვალისწინებდა. იმ პერიოდში, ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრები ამბობდნენ, რომ ეს ნორმა საკრებულოს არაანაზღაურებად წევრების სასარგებლოდ მიიღეს.

 

ამჯერად, გორის რაიონის საკრებულოში 13 ანაზღაურებადი წევრია. ესენი არიან: საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, 5 კომისიის და 6 ფრაქციის თავმჯდომარე. მათი დარიცხული ხელფასი 1000 ლარზე მეტია.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა საკრებულოს წევრებისგან ის არგუმენტები მოისმინა, თუ რატომაა საჭირო 500 ლარი ჩვეულებრივ უხელფასო წევრთან ერთად, ხელფასიანმა თანამდებობის პირებმაც მიიღონ.

 

იხ. გორის მუნიციპალიტეტში განხილული საკითხის ამსახველი ვიდეომასალა

 

 

ამჟამად, მუნიციპალიტეტებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალი რეკომენდაციები დაურიგდათ. უცნობია, რეკომენდაციის ავტორი. მუნიციპალიტეტის კომისიები ამ თემაზე უკვე მუშაობენ. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც უკვე აქვთ მიღებული დადგენილებები, ცვლილელებს შეიტანენ. ხოლო იქ სადაც ჯერ არ მიუღიათ, ახალ დადგენილებას მიიღებენ. რეკომენდაციის შინაარსი კი ასეთია:

 

(ციტატის დასაწყისი) ,,საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის თანამდებობის პირი) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშება ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

 

ა) სატრანსპორტი ხარჯების გამოსათვლელად საკრებულოს იმ წევრისთვის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში: განისაზღვროს მანძილი (კილომეტრებში)" და გამრავლდეს 2-ზე.

 

ბ) საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის სატრანსპორტო ხარჯების გამოსათვლელად: განისაზღვროს მანძილი (კილომეტრებში).


სატრანსპორტო ხარჯოს გამოსათვლელად და პუნქტების მიხედვით განსაზღვრული მანძილი მრავლდება 0,12-ზე და ბაზარზე არსებული საშუალო ხარისხის 1 ლიტრი ბენზინის ფასზე (საორიენტაციოდ - 2,25 ლარი). სატრანსპორტო ხარჯები გაიანგარიშება საკრებულოს თითოეული წევრისთვის.


ახლა განვიხილოთ ფორმულა, თუ როგორ მოხდება ხარჯების ინდივიდუალურად დათვლა: მაგ. მუნიციპალური ცენტრიდან A პუნქტამდე (საკრებულოს წევრის სახოვრებელი დასახლება) მანძილი შეადგენს 30კმ-ს. სატრანსპორტო ხარჯი ამ პუნქტამდე ერთი მგზავრობისთვის იანგარიშება ასე: 30 X 2 X 0.12 X 2.25 = 16,2. 


დავუშვათ, მუნიციპალური ცენტრიდან B პუნქტამდე (მოსახლეობასთან შეხვედრის ადგილი) მანძილი შეადგენს 35 კმ-ს. სატრანსპორო ხარჯი ამ პუნქტამდე ერთი მგზავრობისთვის იანგარიშება ასე: 35 X 2 X 0.12 X 2.25 =18.9 ლარს. (,,ციტატის დასასრული"

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სწორედ, ეს ინფორმაცია გააცნო ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე არდემანაშვილმა საკრებულოს წევრებს 2014 წლის 8 სექტემბერს. სხდომა დაიხურა, ჟურნალისტს დარბაზი დაატოვებინეს. ფაქტი კი არც ერთმა დეპუტატმა გააპროტესტა, არც პოზიციამ და არც ოპოზიციამ. 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.