რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორში გამარჯვებული კოტე თავზარაშვილის წინააღმდეგობრივი უბნები
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 106-ვე უბნის შედეგები დათვალა. საოლქო კომისიის მონაცემებით, კოტე თავზარაშვილს უბნებზე მისულ ამომრჩეველთა 54,54%-მა მისცა ხმა.

გამართლდა ის პროცენტი, რაც არჩევნების ღამეს, ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ყველა უბნის შემაჯამებელი ოქმების შედეგების დათვლის შედეგად, გამოაცხადეს. კოტე თავზარაშვილს მხარი 22 918-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.

ცესკოს მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში 110 174 ამომრჩევლიდან უბანზე 44 278 მოქალაქე (40.19%) გამოცხადდა.

საბოლოო შედეგები ასეთია:

1. კოტე თავზარაშვილი (ქართული ოცნება) - 54,54% (22 918 ხმა)
2. რევაზ კახნიაშვილი (ნაციონალური მოძ) - 15,89% (6 679 ხმა)
3. დავით ონიაშვილი (,,შენების მოძრაობა") - 11,68% (4 908 ხმა)
4. დავით მახნნიაშვილი(ევროპული საქ-ო) - 9,5% (3 991 ხმა)
5. იოსებ სოსიაშვილი (დემოკრატ. მოძრ - 3,56% (1 495 ხმა)
6. თამარ ზურაბაშვილი (ლეიბორისტ) - 2,58% (1 085 ხმა)
7. ალეკო ლურსმანაშვილი(კომუნისტ) - 0,94% (393 ხმა)
8. ნანა ხიზანიშვილი (ხალხის ერთსულოვნება) - 0,87% (364 ხმა)
9. სოფო აფრიაშვილი (გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალ საქ-ო) - 0,45% (191 ხმა)


მმართველი გუნდის კანდიდატმა კოტე თავზარაშვილმა მარცხი, მხოლოდ, სოფელ შინდისში განიცადა. აქ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, სოფელ შინდისში სამი კანდიდატის ხმები ლიდერობდა:

კოტე თავზარაშვილი - 154 ხმა
დავით ონიაშვილი -  161 ხმა
რევაზ კახნიაშვილი - 134 ხმა

ამ სოფელში 1223 ამომრჩეველია რეგისტირებული. არჩევნებზე გამოცხადდა 559 მოქალაქე. ბათილად 32 ბიულეტენი ჩაითვალა.

რაც შეეხება სხვა სოფელს, შედარებით ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდა ტყვიავში, კარალეთში, ვარიანში, შავშვების დევნილთა დასახლებაში და ქალაქ გორის კომბინატის ერთ-ერთ უბანზე:

მაგალითად, სოფელ კარალეთის ორივე უბანზე კოტე თავზარაშვილმა 341 ხმა მიიღო; მეორე ადგილზე ნაციონალების კანდიდატმა რევაზ კახნიაშვილმა მიიღო - 229 ხმა; ხოლო დავით ონიაშვილმა ,,შენების მოძრაობიდან" - 165 ხმა

ვარიანში: კოტე თავზარაშვილი - 595 ხმა; დავით ონიაშვილი - 300 ხმა
ტყვიავში: კოტე თავზარაშვილი - 168 ხმა; დავით ონიაშვილი - 102 ხმა
შავშვების დევნ. დასახლება: კოტე თავზარაშვილი - 138 ხმა; რევაზ კახნიაშვილი - 118 ხმა
კომბინატი, მე-10 სკოლა: კოტე თავზარაშვილი - 126 ხმა; რევაზ კახნიაშვილი (ნაც. მოძრაობა) 125 ხმა
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში
უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
16:42 / 18.06.2026
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
16:23 / 18.06.2026
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
15:04 / 18.06.2026
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის" ატრაქციონები 28 350 ლარად, 5 თვით, იჯარით გაიცა.
12:44 / 18.06.2026
,,ივერიის
,,ივერიის" სტადიონის მინდვრის საფარის შესაცვლელად 130 000 ლარი გამოიყო
11:53 / 18.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.