
,,ადრეც ეგრე გააკეთეს მეზობელ სოფელში და ისიც შესაკეთებელი გაგვიხდა. როცა რაღაცას აკეთებენ, ჩვენ მაინც ჩაგვაყენონ საქმის კურსში, რომ ვუთხრათ, სად რა მილია" - განაცხადა მარიამ გულისაშვილმა. მილი 2014 წლის 8 სექტემბერს დააზიანეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობები, ძირითადად, ზამთრამდე უნდა დასრულდეს.
აღნიშნულ ტერიტორიულ თემში მთავრობის მხარდაჭერით ამბულატორიების მშენებლობებიც მიმდინარეობს. მარიამ გულისაშვილის თქმით, ობიექტები არასრულყოფილად არის აშენებული.
,,გვითხრეს, რომ კვირის ბოლოს მინისტრი უნდა ჩამოვიდეს გახსნაზე. ამ მშენებლებმა რაღაც უნდა ქნან, რომ დროულად დაასრულონ ხარვეზები"- განუცხადა გულისაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა გულიაშვილს.





ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები