რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის საკრებულოს წევრები ,,ევროპული საქართველოდან"
2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგად, გორის საკრებულოში ,,ევროპული საქართველოდან" პარტიული სიის მიხედვით ორი წევრი მოხვდა. 

ესენია ზვიად საბანაძე და კახა ბურჯანაძე.

მოვიძიეთ ზვიად საბანაძისა და კახა ბურჯანაძის ბიოგრაფიული მონაცემები, რომელიც ,,ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მოგვაწოდა.

ისინი 40-წევრიან საკრებულოს შემადგენლობაში ოპოზიციურ ფლანგს დაიკავებენ. მმართველ პარტიას აღნიშნულ საკრებულოში 24 მაჟორიტარი და 8 პარტიული სიით შერჩეული, სულ 32 წარმომადგენელი ეყოლება.

კერძოდ, 25 მაჟორიტარული ოლქიდან ,,ქართულმა ოცნებამ“ ოცდაოთხ ოლქში მოიგო. ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა მერეთია, სადაც ხმების უმრავლესობა დამოუკიდებელმა კანდიდატმა მერაბ მახარაშვილმა მოიპოვა.

მერაბ მახარაშვილი წინა თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ქართული პარტიიდან“ იყო საკრებულოს წევრი.

რაც შეეხება პროპორციულ სიას, 4%იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა: ,,ქართულმა ოცნებამ“; ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“; ,,ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველომ“; ,,პატრიოტთა ალიანსმა“ და ,,შენების მოძრაობამ“.

პროპორციული სიით პირველ მათგანს 8 დეპუტატის ადგილი ერგო; ნაციონალურ მოძრაობას 3; ,,ბაქრაძე-უგულავა ევროპულ საქართველოს" პარტიას 2 ადგილი,, ხოლო თითო-თითო ადგილი ერგო ,,პატრიოტთა ალიანსისა“ და ,,შენების მოძრაობის“ წევრებს.

ვიწყებთ ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების ბიოგრაფიებით.




კახაბერ ბურჯანაძე: დაიბადა 1970 წლის 13 ივლისს, სკოლის დამთავრების შემდეგ, (დაამთავრა გორის რკინიგზის 20-ე საშუალო სკოლა 1976-1987) ჩაირიცხა თბილისის სასოფლო სამეურნეო უნივერისტეტში 1987 წელს.

წაჩინებით დაამთავრა მებაღე მევენახეობის ფაკულტეტი. სწავლის დასრულების შემდეგ, გააგრძელა თბილისის ეკონომიკის სამართლისა და ინფორმაციის საერთაშორისო ინტიტუტის სამართლის ფაკულტეტი 1998 წელს.

1988 წელს მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური

1990 წელს დაიწყო მუშაობა ტყვიავის ღვინის ქარხანაში, მეღვინე ბრიგადირად

1997-99 წლებში მუშაობდა საქართველოს საბაჟო სამსახურში კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლის თანამდებობაზე.
2000 წელს დაინიშნა დირექტორად შ.პ.ს ,,გეპარდში,,

2016 წელს დაინიშნა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის უფროსს პეციალისტის თანამდებობაზე

2017 წელს გაწევრიანდა ბაქრაძე-უგულავა პარტია ,, ევროპული საქართველო’’ -ში


ზვიად საბანაძე: დაიბადა 1969 წლის 15 ივნისს გორში

დაამტავრა სოფელ შინდისის სკოლა 1976-1986

1987 წელს გაირა სამხედრო სავალდებულო სამსახური რუსეთის რესპუბლიკაში

1993 წელს იბრძოდა სოხუმში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის

1993 წელს სამსახური გააგრძელა გორის დაცვის პოლიციაში

1998-2005 წლამდე მსახურპბდა შ.ს.ს შინაგანი ჯარების ასეულის მეთაურის თანამდებობაზე

2000 წელს სწავლობდა შ.ს.ს ოფიცერთა სკოლაში

2003 წელს გაიარა შ.ს.ს შინაგანი ჯარების ოფიცერტრა გადამზადების სრული კურსი

2005 წელს გაიარა თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთა გადამზადების სრული კურსი

2005 წელს მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს მე-3 ბრიგადაში ასეული მეთაურის თანამდებობაზე

2012 -2015 წელს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის გორის სამმართველლოს უფროსის მოადგილედ

2013 წელს იმყოფებოდა ავღანეთის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიით , სამხედრო პოლიციის ჯგუფის უფროსად

2014 წელს მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხარეო სამმართველოს უფროსად სამცხე ჯავახეთში

დაოჯახებულია, ყავს 2 შვილი

მიღებული აქვს მედლები, ,,სამშობლოსთვის თავდადებული’’ მედლები უმწიკლო სამსახურისთვის და სამშვიდობო ქართულ-ამერიკულ მისიებში მონაწილეობისათვის.

წოდებით ,,მაიორი’’

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.