ახალი ამბები
უფლისციხეში სასიკვდილოდ დაშავებულმა ტურისტმა რამდენიმე ადამიანს სიცოცხლე აჩუქა
უფლისციხეში, ერთი თვის წინ, ცხენიდან ჩამოვარდნილი ტურისტი, ორიტ გური, ისრაელში გარდაიცვალა.

44 წლის ქალის ერთი თირკმელი მამამისს გადაუნერგეს. ის სამი წლის განმავლობაში ელოდებოდა დონორს. ისრაელის მედიის ცნობით, მამის გარდა მან კიდევ რამდენიმე ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე - მისი გული, მეორე თირკმელი და ღვიძლი სხვა პაციენტებს გადაუნერგეს.

“ჩვენ ჯერ კიდევ წლების წინ შევპირდით ერთმანეთს, რომ თუ რომელიმე ჩვენგანს რამე შეემთხვეოდა, ის აუცილებლად ორგანოების დონორი გახდებოდა. მე ის გავაკეთე, რაც მას სურდა - სხვა ადამიანებს ვაჩუქეთ სიცოცხლე”, - ამბობს ორიტის მეუღლე.

ინციდენტი, რომლის შედეგადაც 44 წლის ისრაელელი პედაგოგი დაიღუპა, 2017 წლის 7 ოქტომბერს, სოფელ ქვახვრელთან მოხდა.



ფოტოზე: შემთხვევის ადგილი

ორიტ გური და მისი მეუღლე, ტურისტული მარშრუტით უფლისციხეში იმყოფებოდნენ. როგორც მუზეუმის თანამშრომელი, გიგუცა თათრიშვილი გვიყვება, მათ ადგილობრივ მცხოვრებს ცხენი სთხოვეს.

,,ამ ბავშვს, პატრონს აუხსნეს, რომ ორიტს ისრაელში ცხენები ჰყავდა და ჯირითიც შეეძლო. მართლაც, კარგად მართავდა თურმე ცხენს, მაგრამ სოფლისკენ, ხიდის ბოლოს შეემთხვევა ეს ამბავი" - ამბობს მუზეუმის თანამშრომელი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ადგილობრივები იხსენებენ, რომ ერთ-ერთ მოსახვევში ცხენი დაფრთხა და ტურისტი ბეტონის ბორდიურებს შორის ჩააგდო. ორიტ გურმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაშავებული გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ სასწრაფოდ ჩაუტარდა თავის ქალის ღრუს ოპერაცია, “მდგომარეობა იყო მძიმე, თუმცა სტაბილური”. ორიტი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ისრაელში გადააფრინეს, თუმცა მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა და 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.

,,მე ავასრულე ჩემი შვილის სურვილი. ხალხი მამშვიდებს, რომ ის ახლა მუდმივად ჩემთან იცხოვრებს" - უთხრა ორიტ გურის მამამ ჟურნალისტებს.  შვილის გარდაცვალებამდე მას 4 დონორი ჰყავდა, თუმცა თირკმელი ყველა შემთხვევაში შეუთავსებელი აღმოჩნდა


Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
,,მარკომ" და ,,დისნეიმ" ბავშვებისთვის ზეიმი მოაწყეს
ირმა მთიულიშვილის თქმით, რომელიც კლინიკა ,,მარკოს" დირექტორია, ,,დისნეის" მხარდაჭერისგან გაოგნებულია.
,,მოხრეშილი" გზა სოფელ კრისხევიდან ღართამდე (VIDEO/PHOTO)
ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი, გიორგი პაპიაშვილი დარწმუნებულია, რომ სოფელ კრისხევიდან ღართამდე, სარტყელამდე და ალექსანდრესწყარომდე გზა მოხრეშილია.
გზის გასაწმენდად ტექნიკას ელოდებიან
გორი-მცხეთის შემოვლითი მაგისტრალის ხიდისთავის მონაკვეთზე კლდის ლოდები დღეს შუადღეს ჩამოწვა.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მეცენატი, რომელმაც დევნილებს წიწაკა გაუგზავნა, რუსეთის მოქალაქეა
ამის შესახებ მასალები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია. რობანიშვილი შპს ,,ახალი ბაღის“ დირექტორია,
წმინდაწყალზე მინისტადიონს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მოთხოვნით ანგრევენ
2002 წელს, გორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა რეკრეაციული ზონა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ჩასვეს და გაყიდეს.
"გრძნობების დამლაგებელი" - გორის არტჰაუსში მარიამ შაქარაშვილმა პერფორმანსი მოაწყო
გრძნობები სინამდვილის ასახვის ფორმაა. ისინი ასახავენ ერთმანეთთან, აგრეთვე ობიექტურ სამყაროსთან ადამიანის დამოკიდებულებას. 
ამავე კატეგორიაში
საქართველოში 7 სახეობის ბუ ბუდობს: რუხი, ზარნაშო, წყრომი, ოლოლი
(ანუ ყურებიანი ბუ), ჭაობის ბუ, ბუკიოტი, ბუკნაჭოტი.
საქართველოში 7 სახეობის ბუ ბუდობს: რუხი, ზარნაშო, წყრომი, ოლოლი (ანუ ყურებიანი ბუ), ჭაობის ბუ, ბუკიოტი, ბუკნაჭოტი.
17:48 / 18.01.2018
ცაბაძის ქუჩაზე, მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ წუთებში
პოლიცია შემთხვევის ადგილზე მუშაობს.
ცაბაძის ქუჩაზე, მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ წუთებში პოლიცია შემთხვევის ადგილზე მუშაობს.
17:16 / 18.01.2018
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე 13,4 მლნ ლარი, გაერთიანების შემდეგ
შექმნილ, ახალ ააიპ-ებისთვის გადაანაწილეს.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე 13,4 მლნ ლარი, გაერთიანების შემდეგ შექმნილ, ახალ ააიპ-ებისთვის გადაანაწილეს.
15:24 / 18.01.2018
,,შემოღებულია კოეფიციენტების წესი, როგორ უნდა მოხდეს
გადააინგარიშება თითოეული თანამდებორივი სარგოსი.
,,შემოღებულია კოეფიციენტების წესი, როგორ უნდა მოხდეს გადააინგარიშება თითოეული თანამდებორივი სარგოსი. "
14:50 / 18.01.2018
ფრაქციის თავმჯდომარეებს ხელფასები 1755 ლარის ოდენობით დაენიშნა,
მათი მოადგილეების პოსტი კი, - ანაზღაურების გარეშეა.
ფრაქციის თავმჯდომარეებს ხელფასები 1755 ლარის ოდენობით დაენიშნა, მათი მოადგილეების პოსტი კი, - ანაზღაურების გარეშეა.
13:36 / 18.01.2018
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გორის მეხუთე და პირველი ბრიგადები ერთიანდება
ამის გამო, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.