რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
აბრეშუმის წითელი გზა... ჩინეთის დელეგაცია გორში

 

 

 

 

,,საკმაოდ მაღალი დონის დელეგაციაა" - ამბობს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი. ის ერთი კვირის წინ ჩინეთში იმყოფებოდა და გვიხსნის, რომ დღევანდელი მათი სტუმრობა დაწყებული ურთიერთობების ციკლის გაგრძელებაა. მერი დაგვპირდა, რომ დეტალების შესახებ სპეციალურად მომავალში გვესაუბრება.

 

მანამდე სტუმრების დასახვედრად გორის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში ფუსფუსებდნენ. წითელი ხალიჩა ცენტრალური კიბეებიდან ფოიემდე დააგეს, მაგრამ სიგრძეში მოკლე აღმოჩნდა, რადგან სააქტო დარბაზამდე ვერ მიწვდა. მოიტანეს სხვა ხალიჩა, თუმცა ის სხვა ფერის აღმოჩნდა. საბოლოოდ, წითელი ხალიჩა სინანულით აიღეს, ხოლო მოსულმა სტუმრებმა, წითელი ხალიჩის ნაცვლად, ფილაქნებზე გაიარეს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრებთან შეხვედრაზე, მხოლოდ, ,,ჩვენი" და ,,მათი" ფოტოგრაფები დარჩნენ. ასე ითვალისწინებდა ,,წითელი" პროტოკოლი.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დახურულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი განსახილველი თემა უძველესი აბრეშუმის გზის განახლება-აღორძინების საკითხი იყო.

 

დღევანდელ ვიზიტამდე ერთი თვით ადრე, შიდა ქართლში, ჩინეთის ცენტრალური ტელე-რადიო არხების, ბეჭდური მედიის, ინტერნეტ-გამოცემებისა და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფები იმყოფებოდნენ. ისინი 2014 წლის 20 აგვისტოს  „მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზის“ პროგრამით მოვიდნენ. 22 აგვისტოს შიდა ქართლში, უფლისციხეს ესტუმრნენ, იქ სადაც უძველესი აბრეშუმის გზა გადიოდა..


რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, საავტომობილო ტური „მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“ მასშტაბური კულტურულ-ეკონომიკური მედიაღონისძიებაა, რომელმაც სტარტი 2014 წლის 19 ივლისს ჩინეთის ქალაქ სიანში (ისტორიულად აბრეშუმის გზის სათავე) აიღო.  ტურის ინიციატორი ჩინეთის საგარეო საქმეთა და ინფორმაციის სამინისტროებია. დელეგაციას თან ახლავს ცნობილი ჩინელი პროფესორი აბრეშუმის გზის შესახებ ისტორიულ საკითხებში და ასევე ისტორიული ოჯახის წარმომადგენელი, რომლის წინაპარსაც მიეწერება ჩინეთისათვის დასავლეთით სავაჭრო გზების გაკვლევა. ეს გზა შემდგომში ცნობილ „აბრეშუმის გზად“ იქცა.



ექსპედიციის მონაწილეების „აბრეშუმის გზის“ მარშრუტი ასეთია - ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, იტალია. ეს არის მასშტაბური ეკონომიკურ-კულტურული ექსპედიცია, რომლის მიზანია „აბრეშუმის გზის“ ქვეყნების ეკონომიკური, საინვესტიციო, ტურისტული, კულტურული და ისტორიული მდგომარეობის გაცნობა ჩინეთის მოსახლეობისთვის. ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებს შორის დელეგაცია საქართველოში ყველაზე დიდხანს, 4 დღეს გაჩერდა და 24 აგვისტოს გაემგზავრა თურქეთის მიმართულებით. 


,,თავდაპირველად წლევანდელ პროექტში, საქართველო არ მოისაზრებოდა და მარშრუტი ქ. სოჭის გავლით, საქართველოს გვერდის ავლით, საზღვაო ბორანების მეშვეობით მიემართებოდა თურქეთისკენ. თუმცა, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, კომპანია „ჰუალინგ ჯგუფის“ და მისი ხელმძღვანელობის მცდელობით, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის შემდეგ მარშრუტი შეიცვალა და საქართველო პროექტის ფარგლებში ჩაჯდა. „მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“ საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობაა ჩინურენოვან მოსახლეობაში პოპულარიზაციისათვის - აქამდე უპრეცედენტოდ ფართო მასშტაბით მოხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული შესაძლებლობების გაშუქება თავად წამყვანი ჩინელი ჟურნალისტების მიერ." - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.


ჩინეთის კომუნისტური პარტია
 — წამყვანი და მმართველი პოლიტიკური პარტია ჩინეთში ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიაა მსოფლიოში. დაარსდა 1921 წელს და ხელისუფლებაში სამოქალაქო ომის და ჩინეთის ნაციონალური სახალხო პარტიის დამარცხების შემდეგ მოვიდა.

 

ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გააჩნია ოფიციალური (შიდაპარტიული არჩევნების შედეგად არჩეული) და არაოფიციალური (უმაღლესი პარტიული ორგანიზაციების მიერ დანიშნული) ორგანიზაციები ჩინეთის ხელისუფლების ყველა იერარქიაში და საზოგადოების სხვადასხვა სფეროში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.