რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
,,ხელშეკრულებით აყვანილთა ხარჯები შტატიანებს ჭარბობს" - გორის გამწვანების ანგარიში

 

2014 წლის იანვრიდან სექტემბრამდე გორის გამწვანების სამსახურმა 320 ძირი მრავალწლიანი ფოთლოვანი ხე-მცენარე, 300 ძირი სხვადასხვა ჯიშის ვარდის ძირები დარგო. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ, არასამეწარმეო, არაკომერციულმა იურიდიული პირის ,,გორის მუნიციპალიტეტის გამწვანების" დირექტორმა ზვიად ბეგიაშვილმა განაცხადა. ის ქალაქის საკრებულოს კომისიის წინაშე 8 თვიანი ანგარიშით წარდგა.

 

,,ყვავილნარისთვის მოსუფთავდა და დაიბარა 6 ათასი კვ.მ ფართობი. დაირგო ერთწლიანი 1900 ერთეული ყვავილი. გასუფთავდა და შეიღება კირიანი ხსნარით 2 415 ძირი ხე. სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩის გაზონებში, ასევე ცენტრალური შადრევის სკვერში შეტანილი იქნა მინერალური სასუქი, გაისხლა მრავალწლიანი მცენარეები. დაითესა 5 ათასი კვ.მ-ზე კოინდარი." - აღნიშნულია ანგარიშში.

 

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში მოქალაქეების მიერ შესული წერილების საფუძველზე მოიჭრა და გადაიბელა 92 ძირი წვერხმელი და ფუტურო ხე. მოჭრილი შეშა სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე დაასაწყობეს. სამსახურისთვის გადაცემულ შენობას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, კერძოდ, სახურავი შეუცვალეს.

 

ზვიად ბეგიაშვილის ინფორმაციით, ზაფხულში ავტოწყლის მზიდით თითქმის ყოველდღიურად ქალაქის ტერიტორია ირწყობოდა. ასევე ირწყობოდა გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიასთან მიმავალ გზაზე დარგული ხე-მცენარეები.

 

ტრანსპორტისა და ტექნიკის შენახვაზე 2014 წელს გათვალისწინებულია 44 ათასი ლარი, უნიფორმებისთვის 2 ათასი, საოფისედ - 1500 ლარი, ხოლო სხვა დანარჩენ საქონელზე და მომსახურებაზე 14 500 ლარი. ჯამური ბიუჯეტი გამწვანების სამსახურს 268 ათასი ლარი აქვს.

 

ორგანიზაციას მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სამი ერთეული სატრანსპორტო საშუალება, ნახევრად სატვირთო მიკროავტობუსი, სატვირთო თვითმცლელი, სპეციალიზირებული მოედანი (კალათი) ემსახურება. ორგანიზაციას ბალანსზე, ასევე, აქვს 4 ერთეული ბენზოხერხი და 6 ერთეული ბენზოცელი და ბენზოსათიბი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კომპანია ურბან რეგიონი - ქალაქ გორში ახორციელებს დეველოპერულ
საქმიანობას.
კომპანია ურბან რეგიონი - ქალაქ გორში ახორციელებს დეველოპერულ საქმიანობას.
00:45 / 07.05.2026
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.