რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
ქარელში ნაქარი ვაშლი ლპება - ,,ჰიპ-ჯორჯიას" კი კონცენტრატის დაბალი ფასი აკოტრებს

 

,,ევროპაში კონცენტრატის ფასი მკვეთრად დაეცა. ამან გამოიწვია ჰიპ-ჯორჯიას გაკოტრებაც. ქარხანა სავალალო მდგომარეობაშია, იყო მის გაყიდვაზე საუბარიც. იყო მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან, რომ მუშაობა გააგრძელოს.  როგორც ჩემთვის ცნობილია, ჰიპ-ჯორჯია ვაშლის ჩაბარებას მალე დაიწყებს" - განაცხადა ზაზა ბარბაქაძემ.

 

ვიდრე ,,ჰიპ-ჯორჯია" ნაქარ ვაშლის ჩაიბარებას დაიწყებს, რეგიონის მასშტაბით, გლეხებს ვაშლის ტრანსპორტირება გორში უწევთ. ქარელის რაიონიდან კი ტრანსპორტირება დამატებით ხარჯს მოითხოვს. ამ სიტუაციის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს სოფლებში ჩამბარებელი პუნქტების მოწყობა დაევალათ. 

 

გორის ქარხნებში გლეხები ვაშლს 10 თეთრად აბარებენ. აქედან 2 თეთრი საწარმოს თანხაა, ხოლო 8 თეთრი - სახელმწიფო სუბსიდია. იმ შემთხვევაში თუკი ქარელში სოფლის ,,გამგებლები" ვაშლის ჩაბარებას დაიწყებენ, გლეხები, მხოლოდ, სახელმწიფოს კუთვნილ სუბსიდიას, კილოგრამზე 8 თეთრს ადგილზე მიიღებენ.

 

ამის შემდეგ სოფლების წარმომადგენლები ან კიდევ მათ მიერ შექმნილი პუნქტის თანამშრომლები გორამდე ვაშლის ტრანსპორტირებას მოახდენენ, ხოლო საწარმოს მიერ გადახდილი 2 თეთრი (კილოგრამზე) მათ დარჩებათ.

 

,,თქვენ თუ დაახლოებით 15 ტონა ვაშლის ტრანსპორტირებას მოახდენთ, 300 ლარი დაგრჩებათ" - განუცხადა ბარბაქაძემ სოფლის წარმომადგენლებს.

 

 საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქ.გორში საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს. 20 სექტემბრის მონაცემებით, შპს ,,სამეგობრომ,, ფერმერებისგან 1,530,960 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. თანხამ კი 153,096 ლარი შეადგინა, სუბსიდიის სახით საწარმო 122.278 ლარს მიიღებს.

 

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებაში მონაწილეობას სულ ხუთი საწარმო იღებს- შპს ,,გეოფრუტი“, შპს ,,ნატურალ 7“, შპს ,,ბიოჯუსი“, შპს ,,სამეგობრო“, და შპს ,, ჯეოკონცენტრანტი“.

 

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში მეხილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.