რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ერგნეთში ლილი ბესტაევმა დათო ტურაშვილს ოსურად ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანი" აჩუქა
ლილი ბესტაევი-კასრაძეს ომის დროს მიღებული ტრავმა დღესაც აწუხებს. ის
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა მებრძოლებმა 10 წლის წინ
სცემეს, მხოლოდ, იმის გამო, რომ ეთნიკურად ქართველი ოჯახის წევრია.
მისი ბიძა, პოეტი გიორგი ბესტაევი (ბესტაუთი) ოსურად ნათარგმნი
,,ვეფხისტყაოსნის" ავტორია. ლილი ბესტაევმა წიგნი ქართველ მწერლებს,
დათო ტურაშვილს, ლაშა ბუღაძეს და რატი ამაღლობელს ერგნეთში აჩუქა.
შეხვედრა ,,ომის მუზეუმში" გაიმართა, რომელიც ადგილობრივმა მკვიდრმა ლია ჩლაჩიძემ დააფუძნა. ლილი ბესტაევი ამ მუზეუმის საპატიო სტუმარია. ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ მუზეუმის დაარსების იდეაც, სწორედ, ომისგან მიღებული შედეგების გაანალიზებას ისახავს მიზნად. ,,ამ ომმა ორივე მხარეს დიდი ტკივილი მიაყენა. ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს და არ დაგვავიწყდეს, თუ რა მოაქვს ომს," - აცხადებს ლია ჩლაჩიძე.
სტუმრები რეგიონებში სპეციალური მისიით მოგზაურობენ. ,,მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის" - ასეთია თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენლების შეხვედრების იდეა. ერგნეთში არ დავიწყებიათ ომის მთავარი მონაწილე სახელმწიფოს, რუსეთის როლის გახსენებაც, რომლის გავლენა, მენტალური თვალსაზრისით, კვლავაც ძლიერია ქართულ საზოგადოებაში.
,,თუ ჩვენ არ განვვითარდებით, ჩვენი სახელმწიფო არ გაძლიერდება, აგერ ორ ნაბიჯზე მყოფი ქვეყანა შეგვისრუტავს და სულიერადაც გაგვანადგურებს," - ამბობს ლაშა ბუღაძე.
ომის მუზეუმში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც იმყოფებოდნენ. მათ მოისმინეს ლექცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს რეალურად ევროპული ღირებულებები და როგორ დაიცვან თავი პროპაგანდისტული, პრორუსული პოლიტიკისგან.

ამავე კატეგორიაში

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

კვლევა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები