რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
აგარა-ნატახტარის მონაკვეთზე არასტანდარტულ მიერთებებს ჩაკეტავენ
მიმდინარე წელს, საგზაო დეპარტამენტი აგარა-ნატახტარის მონაკვეთზე მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას იწყებს. მსოფლიო ბანკმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაახლოებით 6,7 მლნ ლარი გამოუყო

ეს არის მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული, აღმოსავლეთ– დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი. პროექტის მიზანია: ხელი შეუწყოს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ხარჯების თანდათანობით შემცირებას და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ტრანზიტის განმუხტვას, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის ცენტრალურ ნაწილში საგზაო უსაფრთხოებას და საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და შესაბამისი სამთავრობო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას.

,,ზოგიერთ ადგილზე საჭიროა გარკვეული საგზაო უსაფრთხოების დაგეგმვა და განხორციელება, რათა მოხდეს გზის მაჩვენებლების გაუმჯობესება და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფა. ზემოთაღნიშნულ მონაკვეთებში არსებობს რამდენიმე არასტანდარტული მიერთება, სადაც სატრანსპორტო საშუალებებს შემოაქვს ტალახი ავტომაგისტრალზე, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საგზაო შემთხვევებს. საგზაო ნიშნები და ფოლადის თვალამრიდები დამატებით საჭიროა მოეწყოს არსებულ მიერთებებზე. რამდენიმე ადგილზე გვხვდება დაუცველი ინდივიდუალური საგზაო ნიშანი, სიცარიელეები გვხვდება საგზაო შემოფარგვლასა და მილის პარაპეტებს შორის, დაუცველია გვირაბის შესასვლელები არაგაბარიტული ტვირთვისთვის, აღნიშნული საკითხები საჭიროებს გაუმჯობესებას.“ - აღნიშნულია საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის მოხსენებაში.

სამინისტროს მიერ შედგენილ პროექტში ჩამოთვლილია ის კონკრეტული ადგილები, სადაც დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამ სიიდან გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

წეროვანი

28-ე და 29-ე კმ-ზე არსებულ მიერთებას აქვს სტანდარტული შემანელებელი ზოლი, მაგრამ არ არის აღჭურვილი შესაბამისი ნიშნებით, მძღოლისთვის წინასწარ არ არის ცნობილი მიერთების შესახებ და ის ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ საგზაო მონიშვნით. მიერთება უკავშირდება წეროვანში მდებარე დევნილთა დასახლებას. მიერთებას არ აქვს ამაჩქარებელი ზოლი, მაგრამ მიუხედავად ამისა სატრანსპორტო საშუალებები მაინც შემოდიან მიერთებიდან ავტომაგისტრალზე, არ არის შესაბამისი ამკრძალავი საგზაო ნიშანი. მიერთებაზევე გვხვდება მოსაცდელი ნაგებობა, რომლის შესაბამისი აღმნიშვნელი საგზაო ნიშანი არ არის ავტომაგისტრალზე, სატრანსპორტო საშუალებისთვის მოსაცდელის შესახებ ცნობილი ხდება მხოლოდ მიერთებაზე მოხვედრის შემდეგ.

33-32-ე კმ-ზე დამატებითი საგზაო ნიშნისა და ლითონის ზღუდარის მოწყობა (წეროვანი, გოროვანი). ამ მიზნით, ავტობანზე საქონლის მოხვედრა გაძნელდება.

ქანდა

38-39-ე კმ-ზე არსებული ლითონის ზღუდარი საჭიროებს დაგრძელებას (თბილისის მიმართულებით) სოფ. ქანდის გადასახვევამდე. იქიდან გამომდინარე რომ ამ მონაკვეთში (არსებული ზღუდარიდან ქანდის გადასახვევამდე) ყრილის ძირსა და ავტომაგისტრალის სავალი ნაწილის ნიშნულებს შორის სხვაობა 2.50 – 4.0 მეტრს შეადგენს, ასევე გვხდება დაუცველი ხელოვნური ნაგებობა რკინაბეტონის მილი და მიწისქვეშა გასავლელი.
42-43-ე კმ-ზე არსებულ მიერთებას არ გააჩნია შემანელებელ-ამაჩქარებელი ზოლები, შესაბამისად საფრთხეს უქმნის ავტომაგისტრალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, იქიდან გამომდინარე, რომ მიერთება უკავშირდება სამშენებლო ბაზას, მიერთებზე ძირითადად გადადგილდება სამშენებლო ტექნიკა. საჭიროა მისი დაკეტვა ლითონის ზღუდარებით

ფერმა

45-47-ე კმ-ზე არასტანდარტული მიერთებიდან არსებული ლითონის ზღუდარი დაგრძელდება სოფ.ფერმის მიერთებამდე არსებულ ლითონის ზღუდარამდე. ყრილის ძირსა და ავტომაგისტრალის სავალი ნაწილის ნიშნულებს შორის სხვაობა შეადგენს 2.5-3.5 მეტრს, ამ მონაკვეთშივე გვხდება სამი რკინაბეტონის მილი, აღსანიშნავია რომ ავტომაგისტრალის გასწვრივ გადის ადგილობრივი გრუნტის გზა, რომელიც რამდენიმე ადგილზე ავტომაგისტრალის სავალი ნაწილის დონეს უსწორდება. აღნიშნული საკითხებიდან გამომდინარე საჭიროა მთელ მონაკვეთზე მოეწყოს ლითონის ზღუდარი.

სოფ. ფერმის მიერთება ავტომაგისტრალთან არასტრანდარტულია საჭიროებს შემანელებელ-ამაჩქარებელი ზოლების მოწყობას, ასევე ლითონის ზღუდარების დამატებას. აღნიშნული კვანძის მოწყობით მოწესრიგდება მისასვლელი სოფ.ფერმის გზასთან, შესაბამისად უსაფრთო გახდება ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრანსპორტის გადაადგილება აღნიშულ მონაკვეთზე

კასპი

57-56 კმ-ზე დამატებითი საგზაო ნიშნისა და ლითონის ზღუდარის დაგრძელება (კასპის მიერთება). აქ არის ასევე მკვეთრი მოსახვევი და მოხდდება შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვა.

რენე

60-59-ე კმ-ზე დამატებითი საგზაო ნიშნისა და ლითონის ზღუდარის დაგრძელება (რენეს მიერთება)

ნიგოზა-ყარაფილა

62-61 კმ-ზე საავტომობილო დეპარტამენტთან შეთანხმებით გადაწყდა რეკომენდაციით გათვალისწინებული – “შემანელებელ-ამაჩქარებელი ზოლების მოწყობა შესაბამისი საგზაო ნიშებითა და მონიშვნით” ღონისძიების ნაცვლად აღნიშნული მიერთდების ლითონის ზღუდარით ჩაკეტვა.
64-63 კმ-ზე დამატებითი საგზაო ნიშნის მოწყობა (ნიგოზა, ყარაფილას კვანძი) ( ჩქაროსნულ მაგისტრალთან დაკავშირება მოხდება ნიგოზა, ყარაფალა კვანძით კმ 64-63)

შავშვები-ნაწრეტი

71-72-ე კმ-ზეარსებობს არასდანდარტული მიერთება (კომპანია ,,აშტრომის’ ბაზის სიახლოვეს) საჭიროა მისი დაკეტვა ლითონის ზღუდარის დაგრძელებით.

ახალსოფელი

74-75-ე კმ-ზე საჭიროა ახალსოფლის კვანძის შემანელებელი ზოლის შესაბამისი ნიშნებით აღჭურვა. 76-77-ე კმ-ზე არასტანდარტული მიერთების ჩაკეტვა არსებული ზღუდარების დაგრძელებით ( გაუქმებული კვების ობიექტი) 77-78-ე კმ-ზე არასტანდარტული მიერთების ჩაკეტვა არსებული ლითონის ზღუდარების დაგრძელებით, (გაუქმებულ ბენზინ-გასამართი სადგურთან).

ავტობუსის მოსაცდელების მდებარეობა

1. 94 კმ-ზ მდებარე #1 კვანძის შემანელებელ ზოლებზე ორივე მიმართულებით ეწყობა მოსაცდელი.
2. 95 კმ-ზე მიწისქვეშა გასასვლელის მიმდებარედ #1 და #2 კვანძებს შორის ეწყობა მოსაცდელი.
3. 95კმ-ზე მდებარე #2 კვანძის შემანელებელ ზოლზე მხოლოდ მარჯვენა მიმართულებაზე ეწყობა მოსაცდელი.
4. 96კმ-ზე მდებარე #3 კვანძის შემანელებელ ზოლზე ორივე მიმართულებით ეწყობა მოსაცდელები.
5. მდ.ფრონეზე ხიდის მიმდებარედ ორივე მიმართულებაზე შესაძლებელია ეწყობა მოსაცდელები.
6. აგარაში 110 კმ-ზე ნახირსარეკთან შესაძლებელია ეწყობა ორივე მიმართულებაზე მოსაცდელები, ასევე არსებული ნახირსარეკიდან წყლის აცილების ღონისძიებები.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.