,,ჩემს წერილობით განცხადებას ელექტრონული ფოსტით პარტიის სათაო ოფისს დღესვე გადავუგზავნი. მე არ ვარ რევოლუციონერი, ხელისუფლებაში კოალიციასთან ერთად მოვედი და მინდა, რომ მასთან ერთად გავაგრძელო მუშაობა ქვეყნის სასიკეთოდ" - გვითხრა ილია ზაქარიაძემ, რომელიც ამავე დროს კასპის ბაზრის 10%-ის წილის მფლობელია.
ილია ზაქარიაძე იმასაც ამბობს, რომ თუკი ,,თავისუფალი დემოკრატების" გვერდით დარჩებოდა, ამ შემთხვევაში, მორალური უფლება არ ჰქონდა საკრებულოშიც დარჩენილიყო.
რაც შეეხება სანდრო გზირიშვილს და რამაზ ხიზანიშვილს, მათი თქმით, ისინიც ხელისუფლების გუნდში რჩებიან და კოალიციას არ დატოვებენ.
კასპის საკრებულოში ,,თავისუფალი დემოკრატები" ამ სამი დეპუტატით იყო წარმოდგენილი. სანდრო გზირიშვილი აჭარის პროკურორის ლევან გზირიშვილის შვილია, ხოლო რამაზ ხიზანიშვილი საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი.





ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები