|
პროექტი „დებატების სკოლა 2014“ მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და საქართველოს ოთხი რეგიონის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი) თექვსმეტ საჯარო სკოლაში განხორციელდა. პროექტი მიზანად ისახავდა სკოლებში სოციალური აქტივობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეთა მონაწილეობის ხელშეწყობას, კრიტიკული აზროვნების და არგუმენტაციის უნარების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები დებატების ტექნიკებსა და სკოლის პრობლემების დიაგნოზირების მეთოდებში, რის შემდეგაც განახორციელეს კვლევა, გამოკვეთილი პრობლემებიდან შეარჩიეს ყველაზე აქტუალური და გამართეს დებატები. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებაზე გუნდები მომავალშიც გააგრძელებენ მუშაობას.
პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ,,დემოკრატიის ხელშეწყობა” ფარგლებში და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.


,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები