დევნილთა დასახლებაში არსებულ მდგომარეობის შესახებ სკრის მაჟორიტარმა წარმომადგენელმა გორის თემის საკრებულოში ბეჟან ოქროშიაშვილმა საკრებულოს დღევანდელ 24 ნოემბრის სხდომაზე გააჟღერა. მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს თავმჯდომარის კოტე თავზარაშვილის თქმით, თავიდანვე უყურადღებობით დაშვებული შეცდომის გამო, მდგომარეობის გამოსწორება ფორსმაჟორულ სიტუაციაში უწევთ:
,,გაზიფიცირების სამუშაოები ,,იუსაიდის" დაფინანსებით ისე დაიწყო, რომ მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული. სამუშაოები დამთავრდა და ქონება არავის ბალანსზე ირიცხება. ამჟამად ის სახელმწიფომ უნდა ჩაიბაროს, შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენ გადმოგვცეს და ა.შ. რასაც თავისი პროცედურები ახლავს" - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.
სკრის დევნლთა დასახლებაში გაზიფიცირების სამუშაოები 2014 წლის ივნისში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.
24.11.2014

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.



საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები