პროგრამის მიმდინარეობის შესახებ დანიის ლტოლვილთა საბჭოს გორის ოფისის ხელმძღვანელმა შიდა ქართლის გუბერნატორთან ზურაბ რუსიშვილთან შეხვედრაზე განიხილა, სადაც ასევე რეგიონში მიმდინარე პროექტებიც შეაჯამეს.
შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის საკითხი განიხილეს. ასევე, საბჭოს ხელმძღვანელმა გუბერნატორსგან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ სოფელ ერგნეთში 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სახლების შეკეთება ხორციელდება და მათთვის საარსებო პირობების გაუმჯობესება.
პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 52 სახლს, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად დაზიანდა. პროექტის მეორე ეტაპზე კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 56 სახლს და აშენდა 3 ახალი სახლი იმ ოჯახებისთვის, რომელთა სახლებიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას. ასევე პროექტის ფარგლებში ბიზნეს გრანტები გადაეცა 50 ოჯახს, თვითკმარობის გრანტი კი 27 ოჯახს.





ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები