რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
,,ფაშას" და ,,იმპერიალის" რესტორნების, საშაურმეების და კაფეების შემოწმების შედეგები შიდა ქართლში

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის მონიტორინგის მონაცემების მიხედევით, უწყების მაკონტროლებლებმა სოფელ ჩუმათელეთიდან (ხაშური) დაწყებული სოფელ ფერმით (კასპის რაიონი) დამთავრებული როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური შემოწმებები აწარმოეს. სააგენტოს ცნობით, შემოწმებები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ახალი სტანდარტების დამკვიდრების ვალდებულებები აიღო.

 

გორი:

 

საზკვების ობიექტი - ,,ი.მ. ნ.ზერეკიძე", მდებარეობს შარტავას #6; 2014 წლის 4 მარტის აქტით დაჯარიმდა 400 ლარი.

 

ნახევარფაბრიკატი - შპს ,,გაამოთ"; მდებარეობს მელიქიშვილის #27; 2014 წლის 12 ივნისს შედგენილი აქტის მიხედვით, საწარმოს მიერ მომზადებულ ხინკალში ,,მთიულური" კრიტიკული შეუსაბამობის ნიშნები აღმოჩნდა. შეუჩერეს მისი წარმოება და დააჯარიმეს 1000 ლარით. აღნიშნული ხინკლის სინჯის შემოწმება სტალინის #6 ნახევარფაბრიკატების მაღაზიაში მოხდა, რომელსაც ი.მ. ,,ზურაბ წკრიალაშვილი" ფლობს.

 

შპს ,,დაფნე" - მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, კინოთეატრ ,,გამარჯვებასთან"; შემოწმდა ,,პიურე" და ,,ცეზარი" (კვების პროდუქტები); პიურეში არაკრიტიკული შეუსაბამობები, ხოლო ,,ცეზარში" კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა. ამიტომ, ,,ცეზარისთვის" სუპერმარკეტი დაჯარიმდა და შეუჩერეს მისი წარმოება (1000 ლარით); ხოლო ,,პიურეზე" რეკომენდაციები მისცეს გამოსასწორებლად.

 

,,ავანგარდი" - ტორტის სახლი, მდებარეობს დიმიტრი ამილახვრის ქუჩაზე; 2014 წლის აპრილის აქტის მიხედვით, საკონდიტრო კვების პროდუქტში შეუსაბამობები აღმოჩნდა. აპრილში მიცემული რეკომენდაციები აგვისტოში დაგვიანებით შეასრულეს, თუმცა 400 ლარიანი ჯარიმას არ ასცდნენ. ამავე დროს, შემოწმებულ იქნა ,,ნამცხვრის სახლიც", რომელმაც შეუსაბამობები მითითებული ვადის დაგვიანების გარეშე შეასრულა.

 

,,იმპერიალი" - რესტორანი, მდებარეობს თამარ მეფის გამზირზე. არაკრიტიკული შეუსაბამობების გამოსასწორებლად ვადა მისცეს. შეთანხმებულ ვადაში შეუსაბამობები სააგენტოს თანამშრომლებს გამოსწორებული არ დახვდათ და 400 ლარიანი ჯარიმაც დაუწერეს.

 

,,ნაჭარმაგევი" - მდებარეობს ცხინვალის გზატკეცილეზე; ეს ის რესტორანი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს უყვართ სიარული. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა არაკრიტიკული შეუსაბამობის ნიშნები მათ პროდუქტშიც აღმოაჩნია. ამჟამად, სააგენტოს ცნობით, ეს შეუსაბამოები გამოსწორებულია.  

 

,,შანს ელიზე" - კაფე, ყოფილი ყავის სახლი. 2014 წლის 6 აგვისტოს აქტით აღნიშნულ ობიექტზე არაკრიტიკული შეუსაბამობის რიცხვი 8 იყო. 09 სექტემბრის მდგომარეობით რეკომენდაციები გამოასწორეს.

 

,,გურმანი" - რესტორანი, მდებარეობს  შინდისის გზ. მე-2 კმ; ი.მ. ,,მალხაზ შოშიაშვილი"; 2014 წლის 6 აგვისტოს აქტით, დაფიქსირდა არაკრიტიკული შეუსაბამობები; 30 სექტემბერს კი რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო, 400 ლარით დააჯარიმეს. 

 

საშაურმე - შპს ,,გვანცა ანანიძე"; მდებარეობს წმინდაწყალზე; 2014 წლის 6 აგვისტოს აქტით, არაკრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა საკვებში, რომელიც მითითებულ ვადაში გამოასწორეს.

 

საშაურმე - ი.მ. რევაზ ბუჩუკური; მდებარეობს ტყვიავის ქუჩაზე; არაგეგმიური შემოწმებისას არაკრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა.

 

საშაურმე - ი.მ ,,კონსტანტინე კეჩხუაშვილი"; მდებარეობს სტალინის გამზირზე; 2014 წლის 14 აგვისტოს აქტში დაფიქსირებული არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოასწორეს.

 

,,ფიფქია" - ნაყინი; მდებარეობს ღამბარაულის #2; 2014 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით 8 არაკრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩნდა.

 

სახაჭაპურე - ი.მ. ,,ლეილა ოქროპირიძე" - მდებარეობს ცხინვალის გზ. #8; 2014 წლის 6 აგვისტოს აქტით, აღმოჩენილია 14 არაკრიტიკული შეუსაბამობა, რომლის გამოსწორებისთვის ვადა მიეცა.

 

ხორცის ნახევარფაბრიკატი - ი.მ. ,,თ. ნიაზაშვილი"; მდებარეობს შინდისის გზ. #8; 2014 წლის  4 აგვისტოს აქტით, 12 არაკრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩნდა. არ არის მითითებული გამოსწორების ვადა.

 

აგრარული ბაზარი - ,,საქართველო ისრაელის მენეჯმენტი"; აღმოჩენილ არაკრიტიკული შეუსაბამობების შედეგად მიცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 2014 წლის 30 ოქტომბერს დაჯარიმდა 400 ლარით.

 

აგრარული ბაზარი - ,,გეორგია 21"; აღმოჩენილი არაკრიტიკული შეუსაბამობების შედეგად მიცემული რეკომენდაციები შეასრულა.

 

აგრარული ბაზარი - შპს ,,გორი 2014" მდებარეობს წმინდაწყალზე; ცხინვალის გზ. #19; აღმოჩნდა არაკრიტიკული შეუსაბამობები. ამჟამად, დაკეტილია.

 

ქარელი

 

რესტორანი ,,აბრეშუმის გზა" - მფლობელი შპს ,,ფაშა"; მდებარეობს დაბა აგარაში; 2014 წლის 6 ივნისის აქტით, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა; დაჯარიმდა 1000 ლარით და იმ პროდუქტის წარმოება შეუჩერდა, რომელზეც სინჯი აიღეს. აღნიშნულ რესტორანში შემოწმების საფუძველი ინტოქსიკაცია გახდა.

 

მაღაზია - ი.მ. ,,მაია გოგიჩაშვილი"; მდებარეობს ქარელში და შემოწმდა შეფუთულ პოლიეთილენის ვააკუმში მყოფი თევზი. დადგინა მიკრობიოლოგიური დარღვევის ტიპი; ეცნობა რეალიზაციის შეჩერების თაობაზე.

 

ხორცის მაღაზია - ი.მ. ,,ზურაბ ტატიაური"; მდებარეობს ქარელში, თამარ მეფის #33; შემოწმების აქტით ხორცპროდუქტში 10 არაკრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩნდა, რომელიც ერთ თვეში გამოასწორა.

 

ხაშური

 

რესტორანი - შპს ,,გვანცა"; მდებარეობს სოფელ ჩუმათელეთში; კრიტიკული შეუსაბამობა 2 (რის გამოც ჯარიმაა გათვალისწინებული); არაკრიტიკული -  10;

 

რესტორანი - ,,მაკრატელა"; მდებარეობს ჩუმათელეთში; დაუდგინდა 13 არაკრიტიკული შეუსაბამობა.

 

სასადილო - ი.მ. მერაბ შუბითიძე"; მდებარეობს სოფელ ჩუმათელეთში; კრიტიკული - 2; არაკრიტიკული - 11; დაჯარიმდა

 

ხორცის მაღაზია - ი.მ. ,,შოთა გაგნიძე"; მდებარეობს ხაშურში რუსთაველის #33; 2014 წლის 22 სექტემბრის აქტით დაფიქსირდა 11 არაკრიტიკული შეუსაბამობა; მიეცა რეკომენდაცია.

 

სასურსათო მაღაზია - ი.მ. ზაურ ზაზიკაშვილი; მდებარეობს ხაშურში; გამოსასწორებლად დაუდგინდა არაკრიტიკული 10 შეუსაბამობა.

 

სასურსათო მაღაზია - შპს ,,პინო"; გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოება; მდებარეობს ხაშურში; იმერეთის ქ. #122; ჯერ 2014 წლის აგვისტოში შეამოწმეს, შემდეგ არაგეგმიურად სექტემბერში გადაამოწმეს და არაკრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით გაწეული რეკომენდაციების შეუსრულებლობა დაუდგინეს.

 

სასურსათო მაღაზია - ი.მ. ეკატერინე კურტანიძე"; მდებარეობს ხაშურში; ოქტომბრის #39; 2014 წლის აგვისტოში დაფიქსირდა არაკრიტიკული 5 შეუსაბამობა, რომლის გამოსწორების მიზნით, რეკომენდაციები მიეცა.

 

საშაურმე - ი.მ. ,,გელა გელაშვილი"; მდებარეობს ხაშურში, რუსთაველის ქ. 11; 2014 წელს ორჯერ შეამოწმეს, ჯერ მარტში, შემდეგ ოქტომბერში; არაკრიტიკული შეუსაბამობების დროულად არაღმოფხვრის გამო დაჯარიმდა 400 ლარით.

 

კასპი

 

აგრარული ბაზარი - შპს ,,კასპი 2011" - შემოწმების აქტის მიხედვით არაკრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრისთვის რეკომენდაციები მიეცა

 

აგრარული ბაზარი - სოფელი ახალქალაქი, ანალოგიური რეკომენდაციები აქაც.

 

გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს, სხვა და სხვა პერიოდში, ბიზნესოპერატორდა რეგისტრაციის ან აღიარების გარეშე 300-300 ლარებით დაჯარიმებულები არიან შემდეგი ინდმეწარმეები: ,,ზაზა რაზმაძე";  ,,ზურაბ ლომსაძე";  ,,რობიზონ წიკლაური"; ,,ქეთევან ამბრიაშვილი"; ,,ზვიად ღუღუნიძე". ხოლო ამავე მუხლით ოღონდ 500 ლარად ,,ნუგზარ ქვრივიშვილი"

 

რაც შეეხება ვადაგასული  საკვების რეალიზაციისთვის 500-500 ლარით დაჯარიმდა: ,,სავაჭრო ცენტრი სამეფო" და ინდმეწარმე ,,აზა ლომსაძე"

 

 

 

გამოყენებული ტერმინები:

 

 


     მუხლი 34. არაკრიტიკული შეუსაბამობა

 

1. არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საინსპექციო ორგანო ბიზნესოპერატორს არაკრიტიკული შეუსაბამობის გამოს­წორების მიზნით აძლევს რეკომენდაციებს და გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად, ასევე განუმარტავს რე­კო­მენდაციების შეუ­ს­რულებლობის შესაძლო შედე­გებს.

2. არაკრიტიკული შეუსაბამობის გამოსასწორებლად რეკომენ­და­ციების შემუშავებასა და მათი შესრულებისათვის გონივრული ვადის გან­საზღვრაში მონაწილეობს ბიზნესოპერატორის ხელმძღვა­ნელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

3. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ ბიზნესოპერატორი ვალდებულია მოიწვიოს საინსპექციო ორგანო რეკომენდაციების შესრულების გადამოწმების მიზნით.

4. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ საინსპექციო ორგანომ უნდა გადაამოწმოს რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები არ იქნება შესრულებული, საინსპექციო ორგანო ამის შესახებ აცნობებს სააგენტოს. სააგენტო აჯარიმებს ბიზნესოპერატორს და აძლევს მას ახალ გონივრულ ვადას.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები გონივრულ ვადაში არ იქნება შესრულებული, ჯარიმა გასამმაგდება და შე ­ საბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება.

7. თუ ბიზნესოპერატორს სურს შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედების გაგრძელება, მან უნდა მოიწვიოს საინსპექციო ორგანო ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების გადამოწმების მიზნით.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საინსპექციო ორგანო განხორციელებული ინსპექტირების შედეგს უგზავნის სააგენტოს, რის საფუძველზედაც სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედების გაგრძელების თაობაზე.

9. თუ ბიზნესოპერატორი არ ეთანხმება საინსპექციო ორგანოს რეკომენდაციებს, მას უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. უფ ­ ლე ­ ბამოსილი პირის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულდება სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტი ­ ლე ­ ბის მიღების შემდეგ.

10. არაკრიტიკული შე­უ­საბამობის არსებობისას ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საინსპექციო ორგანოს უფლება არ აქვს, შევიდეს იმა­ვე საწარმოში გაცემული რეკომენდაციების შესრულების გადამოწმების მიზნით.

11. თუ სასამართლო გადაწყვეტილებას ბიზნესოპერატორის სასარგებ ლოდ მიიღებს, სააგენტო ვალდებულია აუნაზღაუროს ბიზნესოპერატორს ჯარიმის ეკვივალენტური ზიანი.

 

 

მუხლი 35. კრიტიკული შეუსაბამობა

1. კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საინსპექციო ორგანო ბიზნესოპერატორს აძლევს რეკომენდაციებს კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით და სააგენტოს აცნობებს საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შესახებ.

2. სააგენტო აჯარიმებს ბიზნესოპერატორს და იღებს კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას საინსპექციო ორგანოს მიერ მიწოდებული ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე ან ამ ინფორმაციის სააგენტოს მიერ არაგეგმური ინსპექტირების განხორციელებით გადამოწმების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის დადასტურების შემთხვევაში.

3. თუ სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ და ბიზნესოპერატორი ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, ბიზნესოპერატორი ვალდებულია შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი.

4. თუ ბიზნესოპერატორი არ ეთანხმება სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაჯარიმებისა და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ, ბიზ­ნესოპერატორს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. სა­სა­მართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესოპე­რა­ტორი ვალდებულია შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პრო­ცესი.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას ბიზნესოპერატორის სასარ­გებ­ლოდ მიიღებს, სააგენტო ვალდებულია აუნაზღაუროს ბიზნესოპე­რა­ტორს დაჯარიმებისა და კო­ნ­­კრე­ტული საწარმოო პროცესის შეჩერების შე­დე­გად მიყე­ნე­ბული ზიანი.

6. კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე კონკრეტუ­ლი საწარმოო პროცესის შეჩერებასთან ერთად შე­საბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედებაც ჩერდება.

7. გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემდეგ ბი­ზ­ნესოპერატორს უფლება აქვს, მიმართოს სააგენტოს კონ­კრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე.

8. ბიზნესოპერატორის მოწვევის საფუძველზე სააგენტო ამოწმებს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

9. თუ ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინსპექტირების განხორციელების შედეგად:

ა) აღმოჩნდა არაკრიტიკული შეუსაბამობა, სააგენტო ბიზნესოპერატორს ანიჭებს კონკრეტული სა­წარმოო პროცესის გაგრძელების უფლებას. ასეთ შემთხვევაში სააგენტო მოქმედებს ამ კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე;

ბ) დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო ბიზნესოპერატორს ანიჭებს კონკრეტული სა­წარმოო პროცესის გაგრძელების უფლებას და უგრძელებს შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედებას.

 

 

 

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.