რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
,,ღამით მუშაობისთვის 5 ლარი იქნება"

 

მუშებს, რომლებიც ყოველდღიურად, განსაკუთრებით, ქალაქის ტერიტორიას ასუფთავებენ, ხელთათმანების შეძენა საკუთარი ხარჯებით უწევთ. მიმდინარე ზამთარს კი ხელით მხოლოდ ხიდებზე იმუშავებენ. დანარჩენ ადგილებზე მარილს სპეცტექნიკა დაყრისო, ასეთია სამსახურის გეგმები.

 

,,ვინც ღამით იმუშავებთ, 5 ლარი იქნება დამატებული" - უთხრეს მუშებს. ,,ბატონო ირაკლი, იანვრიდან გვეშველება რამე? მოგვემატება ხელფასები?" - ჰკითხეს დირექტორს ირაკლი ტლაშაძეს. როგორც აღვნიშნეთ, სამსახურის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ ტენდერებზე  გაამახვილეს ყურადღება.

 

გარდა ხელთათმანებისა, მუშებმა სხვადასხვა საკითხებიც წამოაყენეს. მაგალითად, თუ როგორ არ ჰყოფნით ტრანსპორტში საწვავი; ასევე მოახლოებულ ზამთრის სეზონზე როგორ უჭირთ ხელით მუშაობა; როგორ დაემატათ ახალი, მოასფალტებული ქუჩები დასასუფთავებლად; როგორ ყრიან გაურკვეველი პირები სამშენებლო მასალებს ურნებთან; და ა.შ.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოძიებული ინფორმაციით, 2014 წელს კეთილმოწყობის სამსახურს ადგილობრივ გამოცხადებულ ტენდერებში მხოლოდ სამჯერ აქვს გამარჯვება მიღწეული.. ასე მაგალითად; 2014 წლის 05 თებერვლის ხელშეკრულების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტმა მათგან, ქალაქის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწესრიგების მიზნით, 45 ათას 780 ლარის ღირებულების მომსახურება შეისყიდა.

 

2014 წლის 1 აპრილის ხელშეკრულების მიხედვით, მუნიციპალიტეტმა, 18 ათას 793 ლარად, სოფელ კარალეთიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურება შეისყიდა.

 

რაც შეეხება მესამე ტენდერს, ამის შესახებ ხელშეკრულება 2014 წლის 14 მარტს სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელთან ირაკლი კურცხალიასთან გაფორმდა. სამხედრო ჰოსპიტალმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურების გაწევის მიზნით, მათთან 10 თვიანი ხელშეკრულება დადო. თითო თვეს ჰოსპიტალი 648 ლარს უხდის.

 

ამ ეტაპზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის უცნობია, თუ რა ხელშეკრულებებია დადებული კეთილმოწყობის სამსახურთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით. შპს მუნიციპალიტეტის დაფუძნებული საწარმოა.

 

რაც შეეხება სხვა ტენდერებს, გარეგანათების და მოსაცდელების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ტენდერებში ,,კეთილმოწყობის სამსახურმა" ვერ დაძლია შპს ,,გორი 2008"-ის შეთავაზებები.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.