რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
,,საპატიო მოქალაქე" ,,საპატიო გორელის" ნაცვლად - დებატები ბიუროს სხდომაზე

 

დებულების პროექტის მიხედვით, საპატიო წოდებები უნდა ყოფილი ორი: ,,საპატიო გორელი" და ,,გორის საპატიო მოქალაქე". საკრებულოს წევრებმა: ვანო ჩხიკვაძემ, ზურაბ როსებაშვილმა და სხვებმა აღნიშნეს, რომ უმჯობესია დარჩეს ,,საპატიო მოქალაქე", რადგან აღნიშნული წოდების მატარებელი თავის თავში, როგორც ადგილობრივ, ისე არაადგილობრივ მკვიდრსაც უნდა მოიცავდე. ოპოზიციამაც და პოზიციამაც პროექტი მერიას უკან დაუბრუნა.

 

2013 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქალაქს 17 საპატიო გორელი ჰყავდა. მათ შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის ინიციატივით, 200-200 ლარი გადაეცათ. ამიერიდან, მათ რიგებს დამსახურებული მოღვაწეები ,,საპატიო მოქალაქის" სტატუსით შეუერთდებიან.

 

,,გორის საპატიო მოქალაქე" შეიძლება იყოს პირი, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო თუ სხვა საქმიანობით ქალაქ გორის ანდა საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქ გორის ანდა საქართველოს განვითარების საქმეში; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქ გორთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში; 

 

საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.

 

საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას, ბრძანების ფორმით, ქალაქ გორის მერი იღებს. კანდიდატურის წაყენების უფლება აქვს: საკრებულოს თავმჯდომარეს ან მერს; საკრებულოს კომისიას; ფრაქციას; საკრებულოს წევრთა არანაკლებ 5 კაციან ჯგუფს; საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს; არანაკლებ 30 კაციან საინიციატივო ჯგუფს ანდა იმავე სახის საპატიო წოდების მფლობელ 3 პიროვნებას.

 

წარმდეგენებს მერის წინაშე შემდეგი დოკუმენტების მიწოდება ჰმართებთ:

 

- კანდიდატურის წარმოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოიჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბიოგრაფიული ცნობები; კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა მასალები.

 

საპატიო წოდების მიმღებს გადაეცემა სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის დამზადებას ერთი კვირის ვადაში მერის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს. წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო წოდების მიმღებს შესაძლოა გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ანდა ფულადი ჯილდო.

 

საკრებულოს წევრები ფიქრობენ, რომ წოდებების გადაცემა ,,გორის დღეების" განმავლობაში, შემოდგომით ჩატარდეს.

 

ფოტოზე: შიდა ქართლის გუბერნატორი საპატიო გორელებს: მწერლებს ვანო ჩხიკვაძეს, ვახტანგ ჭანკვეტაძეს და სხვებს 2013 წლის დეკემბერში ხვდება და მათ 200-200 ლარებს გადასცემს. (პ.ს. ადგილობრივი ტელევიზიის ,,თრიალეთის" 2014 წლის ნოემბრის სიუჟეტით კი, მწერალ ვახტანგ ჭანკვეტაძეს გუბენატორი თვალით არ უნახია).

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.