რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
წყლის სინჯები შიდა ქართლში

 

შემოწმების შედეგად შიდა ქართლში დარღვევები აღმოჩნდა:

 

გორი - კოლიბაქტერიებით არის დაბინძურებული სასმელი წყალი გორის რაიონის სოფელ ხურვალეთსა და ბერბუკის იძულებით ადგილნაცვალ პირთა კომპაქტურ დასახლებაში. ასევე, კარალეთის მეორე დასახლებაში, სოფელ ჯარიაშენის და სოფელ ზერტის ჭაბურღილის პირველ გამომავალ წერტილთან და გორის N3 საჯარო სკოლაში. 

 

ხაშური - სასმელი წყალი დაბინძურებულია ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის, ხცისის, ბეკამის, ბეღლითის და გომის საჯარო სკოლებში; ასევე სოფელ ცხრამუხის და ოსიაურის საბავშვო ბაგა- ბაღებში.

 

ქარელი - სასმელი წყლის დაბინძურება გამოვლინდა სოფელ ბრეთის, დირბის,  საღოლაშენის და ქარელის N2 საჯარო სკოლებში. ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული წყალი მოდის სოფელ დვანის საბავშვო ბაღის ონკანზე, ასევე იძულებით ადგილნაცვალ პირთა კომპაქტურად განთავსების ადგილებზე;  N4 საჯარო სკოლის ეზოში და მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ონკანზე. 

 

სასმელი წყალი დაბინძურებულია კასპის რაიონის სოფელ დოესის, გრაკალის, სასირეთის, ხოვლეს საჯარო სკოლებში და ქვემო ჭალის საბავშვო - ბაღში. ასევე, ქარელის რაიონში იძულებით ადგილნაცვალ პირთა კომპაქტურად განთავსების ადგილებზე;  N4 საჯარო სკოლის ეზოში და მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ონკანზე.  

 

ანალიზების მიხედვით, წყლის სინჯების დიდი ნაწილი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებს შეიცავს. კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიემია, მენინგიტი და სხვა.

 

2014 წელს, საქართველოს მასშტაბით განხორციელებული სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგად, წყლის 731 ნიმუშიდან 298 მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა.

 

წყარო: http://ick.ge/rubrics/society/20269-i.html

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კომპანია ურბან რეგიონი - ქალაქ გორში ახორციელებს დეველოპერულ
საქმიანობას.
კომპანია ურბან რეგიონი - ქალაქ გორში ახორციელებს დეველოპერულ საქმიანობას.
00:45 / 07.05.2026
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.