რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
რა ბედი ელის გორის სასათბურე მეურნეობას

 

„სახელწიფო არ უნდა იყოს ბიზნეს ოპერატორი. სახელმწიფო ბიზნესის მართვაში არ უნდა ერეოდეს, სახელმწიფოს ამოცანაა შექმნას ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემო  ბიზნესისთვის. ეს საკითხი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის საგანიც გახდა და დაიდო კონკრეტული რეკომენდაციები." - აცხადებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია.

 

მარიანა მორგოშიამ,  საწარმოების გასხვისებასთან დაკავშირებით, ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს.

 

ასე მაგალითად, IDFI-ს ერთ-ერთ ბოლო კვლევაში „სახელმწიფო საწარმოები საქართვლოში და მათი ეფექტიანობა - სოფლის მეურნეობის დარგის ანალიზი“, რომელიც 2014 წლის 10 სექტემბერს გამოქვეყნდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეცა კონკრეტული რეკომენდაცია „სოფლის მეურნეობის პროფილის სახელმწიფო საწარმოთ რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაშია, უნდა შემცირდეს ნულამდე“.

 

,,შესაბამისად, დაწყებული გვაქვს ამ საწარმოების ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი. ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ინვესტორების მოძიების პროცესი.  საწარმოებში  დასაქმებული პერსონალის დასაქმება პრიორიტეტული იქნება“-აცხადებს მარიანა მორგოშია.

 

მისივე თქმით,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროექტების მართვის სააგენტოს აქვს მკაფიო ხედვა იმისა თუ როგორ უნდა მოხდეს დარგის განვითარება და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მიმართულია სწორედ დარგის განვითარებაზე.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ ,,გორის სასათბურე მეურნეობა" აუქციონზე გასაყიდად ჯერ კიდევ 2014 წლის 16 ივნისს 5 მლნ 840 ათას გავიდა. აუქციონი ერთი თვის განმავლობაში კლიენტს უშედეგოდ ,,ელოდებოდა".  ინვესტორს, ყიდვის შემთხვევაში, საგარანტიო თანხა 1 მლნ 752 ათასი ლარის ოდენობით უნდა ჰქონოდა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის "მ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით მყიდველს ექნება შესაძლებლობა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს საწარმოს მიწოდების შესახებ და მოითხოვოს დღგ-სგან გათავისუფლება.

 

კომპანია მდებარეობსგორის რაიონში, სოფელ ბერბუკში და განთავსებულია 4,8 ჰა მიწის ფართობზე (3,9 ჰა. სასოფლო-სამეურნეოდა 0,9 ჰა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების).

 

ტერიტორიაზე 3,3 ჰა ფართობზე განლაგებულია ესპანური კომპანია “TECNOPONIENTE“--სგან მოწოდებული, ჰიდროპონიკის სისტემის თანამედროვე ტიპის მოქმედი სათბური, ასევე ესპანური წარმოების ირიგაციისა და კლიმატ-კონტროლის სისტემით. “TECNOPONIENTE“-ს კონტრაქტორი თურქული ფირმის მიერ განხორციელდა გათბობის სისტემისმონტაჟი. სასათბურე მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.

 

რაც შეეხება 2014 წლის 12 დეკემბერს ეკონომიკის სამინისტროზე გადაცემული სახელმწიფო საწარმოებს, ესენია:

 

1.      შპს “მარცვლეულის შესანახი ცენტრები” - აბაშის მარცვლეულის შესანახი ცენტრი და ლაგოდეხის მარცვლეულის შესანახი ცენტრი.

2.      შპს „საქართველოს სათბურების კომპანია” - ახალსოფლის საჩითილე მეურნეობა,რუხის საჩითილე მეურნეობა, წეროვნის სასათბურე მეურნეობა

3.      შპს “გორის სასათბურე მეურნეობა“

4.      შპს „ქართული ბოსტნეული“ - ბოსტნეული/ხილის/მოცვის სადემონსტრაციო  ნაკვეთები ადიგენში, გორში, ბოლნისში, ხაშურში, სამტრედიაში, თერჯოლაში, წეროვანში, შინდისში;

5.      შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“  მიწის ნაკვეთები: ქობულეთი, ოზურგეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა

6.      ს.ს. „აკურა“ -ღვინის ქარხანა თელავის რაიონის სოფელ აკურაში

7.      შპს „გრუზვინპრომი“ - ღვინის ქარხანა ქალაქ გურჯაანში

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.