15 დეკემბერს მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროს პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა: ,,შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავრი სამაართველოს კასპის რ-ნული სამმართველოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების რკინიგზის მთავარი სამმართველოს თანაშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ყაჩაღობისა და ქურდობისთვის სამჯერ ნასამართლევი 1973 წელს დაბადებული მერაბ მ. მკვლელობის ბრალდებით კასპში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ კასპში, მირიან მეფის ქ. 47-ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მერაბ მ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მოკლა დის მეუღლე, 1967 წელს დაბადებული ვაჟა ბ. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს."
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
კიდევ ერთი ფაქტი. კასპის საავადმყოფოში კი, დღეს, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრილ მდგომარეობაში მიიყვანეს. ექიმების განცხადებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაზარალებულს დამნაშავე საკუთარ სახლში მიეჭრა და ჭრილობები დანით მიაყენა. ამ ფაქტზე კი პოლიციას ეჭვმიტანილი უკვე დაკავებული ჰყავს.
ვაჟა ბითაროვას ფოტო





ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები