,,შეგნებულად არ ვაკონკრეტებ გვარებს. ვერც სიკეთის კეთებას მასწავლის ვინმე და ნუ გამოვალთ კარგი ბიჭები და გოგოები. იმედია, ეს საუბარი ჩვენში დარჩება. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ აიპიებში თანხები პენსიებივით უნდა ვიხადოთ, მაშინ ესეც ვთქვათ." - განაცხადა ნუკრი ჯოხაძემ.
ამ თემაზე საუბარი საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ დაიწყო. ის დაახლოებით 60 ათასი ლარის გათვალისწინებას ჭადრაკის სახლის დაფინანსებისთვის ითხოვს. მერის მოადგილე ნუკრი ჯოხაძე ამბობს, რომ ქალაქში ჭადრაკის სამი სკოლაა: ,,ვერ ვიგებ, რომელი დავაფინანსოთ?" - კითხულობს მერის მოადგილე.
გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს სთავაზობს, რომ ინიციატივა წერილობით მიაწოდოს მერიას. ბიუჯეტის პროექტს დასამტკიცებლად საკრებულოს სწორედ მერია უგზავნის.
იხ. ვიდეო





ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები