,,ისე უცბად აალდა და მოედო ყველაფერს ცეცხლი, რომ ძალიან შეგვეშინდა. გამოვიძახეთ სამაშველო" - აცხადებდნენ ოჯახის წევრები. ცეცხლმა ფანჯრის მინებიც კი ჩაამტვრია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, შობა-ახალი წლის დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს. სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდონ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს, გამოიყენონ ისინი ინსტრუქციის მიხედვით და მოარიდონ პიროტექნიკას არასრულწლოვანი პირები, რადგან აღნიშნული საშუალებების არასწორად გამოყენება ხშირად სავალალო შედეგებით - ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სრულდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პიროტექნიკის გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.



საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები