რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
,,ჩვენი ექიმი თმებით ითრია და სახეში ურტყა"

 

გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, ბრიგადა გამოძახების ადგილზე 19 წუთში მივიდა. მორიგე ექიმს  მითითებულ მისამართზე პაციენტი ახალგაზრდა ქალბატონი, მეუღლესთან და მეზობლებთან ერთად, დახვდა.

 

,,ექიმებმა რა ჩემი..... იცით, თქვენი დედა..." - მიმართა პაციენტის მეუღლემ ექიმს. ,,საკმაოდ აგრესიული ტონით და უხეში ფორმით მიმართა ჩვენს ექიმს. ჯერ ისიც შეგრჩეთ, რაც ადრე გამიკეთეთო, ვინ გამოგიძახათ, რატომ მოხვედითო. მეზობლებს გაუყვანიათ ოთახიდან და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ექიმმა პაციენტის გასინჯვა" - გვეუბნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თემურ თანიაშვილი.

 

პაციენტს საშვილოსნოს გარე ორსულობა დაუდგინდა და, ექიმის რეკომენდაციით, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანა ურჩიეს. გარდა ამისა, პაციენტის მეუღლეს პირადობის მოწმობის მოძებნაც სთხოვეს.

 

,,რა პირადობის მოწმობა გინდათო, თქვენ ვერ გაიგეთ, რასაც გეუბნებითო, ჩემს ცოლს არ გაგატანთო, გინდათ მომიკლათო მაშინდელივითო და აგრძელებდა გინებას" - ყვება სასწრაფოს დირექტორი. ამ მდგომარეობაში პაციენტის ადგილზე დატოვებაც აღარ შეიძლებოდა და ბრიგადამ მანქანით ქალბატონის დაუყოვნებლივ გადაყვანა გადაწყვიტა.

 

 

,,ჩვენი ექიმი უკვე მანქანასთან იყო, უნდა გაეღოთ კარები საკაცის გადმოსაღებად. ამ დროს პაციენტის მეუღლე მივარდა ექიმს, თმებით დაითრია, სახეში დაუწყო ცემა, წააქცია და წიხლებით შესდგა. მეზობლები რომ არ ყოფილიყვნენ, უფრო მძიმე შედეგით დამთავრდებოდა შემთხვევა" - აცხადებს თემურ თანიაშვილი.

 

ვარძელაშვილები ახალდაბაში რუისიდან დასახლდნენ. წლების წინ ოჯახს ქარელის საავამდყოფოსთან პრობლემები, სწორედ, სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ჰქონიათ, რომელიც ფატალური შედეგით დამთავრებულა. დანარჩენი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

სამართალდამცავები  აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნით, სავარაუდოდ, 24 დეკემბრამდე მიმართავენ სასამართლოს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.