თავდაპირველად, საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჭავჭავაძემ ხაბელოვის წერილის განხილვის გადადება მომდევნო სხდომისთვის სცადა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა სპარტაკ პეტრიაშვილმა ხაბელოვის წერილის გასაჯაროება მოითხოვა. რევაზ ჭავჭავაძემ ხაბელოვის წერილის წაკითხვა მის მიმტანს გიორგი ნადირაძესვე (გამგეობის ყოფილ თანამშრომელს) სთხოვა. ხაბელოვის წერილი ,,დიდი მოცულობის" გამო არ წაიკითხეს.
გიორგი ნადირაძემ სხდომის წევრებს მაჟორიტარი პარლამენტარის საჩივრის შინაარსი მოკლედ მოახსენა. ხაბელოვი წერილში წერს, რომ თიღვას მუნიციპალიტეტი ძველ დევნილებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს.
ამის შემდეგ სხდომაზე დაპირისპირება გამგეობის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს მოხდა.
იხ. ვიდეო

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.



საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები