რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
,,პოლიციაში შვილები მომიყვანეს, იცოდე, ამათ დავიჭერთო"

 

მოსამართლე ნინო გერგაულმა ხვიჩა სირანაშვილს გირაო შეუფარდა. სახლი გირაოთი ხვიჩა სირანაშვილის მეზობელმა ჩადო. 15 იანვარს კი პოლიციამ ეს მეზობელიც დაიბარა.

 

პოლიცია ამტკიცებს, რომ ხვიჩა სირანაშვილი სახლში მარიხუანას და ტყვიის მასრებს ინახავდა. შესაბამისად, გამოძიებაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში და საბრძოლო მასალის ასევე შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს. სოციალურად დაუცველი ხვიჩა სირანაშვილის ინტერესების დამცველი ზაზა გიგაური აცხადებს, რომ წარსულში ნასამართლევ (2010 წელს) ხვიჩა სირანაშვილს პოლიცია აგენტობას სთავაზობდა.

 

,,ის, რაც ამ ოჯახის თავს ხდება, საგანგაშოა. ერთი თვით ადრე პოლიცია იბარებს ხვიჩა სირანაშვილს და ეუბნება, რომ მან საეჭვო პიროვნებების მიმართ თვალთვალი უნდა აწარმოოს, რაზეც უარი მიიღო" - ამბობს ზაზა გიგაური.

 

,,მგონი განყოფილების უფროსი იყო, მან მითხრა: ვიზეც გეტყვით, იმას უნდა უთვალთვალოო. მე ვუთხარი, სათვალთვალო ჩემი შვილებია, რომ გზას არ აცდნენ და ყურადღება მივაქციო-მეთქი. ვაღიარებ, რომ წარსულში მარიხუანას ვეწეოდი და მომყავდა კიდეც, მაგრამ იმის მერე საერთოდ არ გავკარებივარ არაფერს, შვილებსაც კი დავუფიცე ციხეში სანახავად მოსულებს, რომ ამას გავაკეთებდი. მაგრამ მაინც არ მომასვენეს. პიკაპი რომ ჩამოივლიდა სახლის წინ, სულ იმას ვფიქრობდი, კიდევ რამე შარში არ გამხვიონ-მეთქი" - ამბობს ხვიჩა სირანაშვილი.

 

,,ჩადებები და ეს უსამართლობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. მივმართავ ფონდ იავნანას ხელმძღვანელობას, რომლებიც მრავალშვილიან ოჯახებს სახლებით ეხმარებიან. დაეხმარნონ ამ ოჯახს ექსპერტიზის ჩატარებაში. მივმართავ პატრიარქს, ხელისუფლებას, სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვან ეს უსამართლობა. წარმოიდგინეთ, მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, 7-დან 11 წლამდე ითვალისწინებს. ეს კაცი რომ ციხეში წავიდეს, იღუპეპა ოჯახი" - მიმართავს ზაზა გიგაური დაინტერესებულ პირებს.

 

ციხიდან გამოსვლის შემდეგ სირანაშვილების ოჯახმა სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი, უვლიან საქონელს, ამუშავებენ ნაკვეთებს.

 

ფოტოზე: ადვოკატი ზაზა გიგაური.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.