გორის საკრებულოში კვლავ არსებობს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელები", სადაც ორი თავისუფალი დემოკრატი და ერთი რესპუბლიკელი წევრი შედის. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პარტია დღეს ერთმანეთის ,,ოპოზიციაა", ისინი დაშლას არ აპირებენ. შესაბამისად, საკრებულოში დამატებულ ახალ შტატში აყვანილი სპეციალისტი მათ მოემსახურება.
მერის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დეკემბერ-იანვარში ობიექტურად ჩატარდა, რაზეც კონკურსის შემდეგ დარჩენილი ცხრა ვაკანტური პოზიცია და გასაჩივრების მხოლოდ ერთი ფაქტი მეტყველებს. მერი დარწმუნებულია, რომ მუნიციპალიტეტში გამოცხადებული ახალი კონკურსიც ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდება და კონკურსანტებს შორის საუკეთესოები შეირჩევიან.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ცხადდება საკრებულოს იმ განკარგულებების საფუძველზე, რომლითაც მერიისა და საკრებულოს საშტატო ნუსხებს 11 ახალი შტატი (8 - მერია და 3-საკრებულო) დაემატა. ხელახლა შეირჩევა კანდიდატები დეკემბერში ჩატარებული კონკურსის შემდეგ მერიაში დარჩენილ 9 ვაკანტურ პოზიციაზეც.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველს წარმატებას უსურვებს.



ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც


სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.



სტატიის გამოყენების პირობები