რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
რესტორანში ნაცემი საკრებულოს წევრი თანაგუნდელებმა მოინახულეს

 

როგორც ირაკლი ბათიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გორში მომხდარი ანგარიშსწორების ფაქტი  „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრების მიმართ პირველი შემთხვევა არ გახლავთ:

 

„ჩვენი მხრიდან დაწესებული იქნება უმკაცრესი კონტროლი ამ საქმის გამოძიების მიმართ. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ხდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს დანაშაულს, ამასთან ერთად ამ ფაქტის უკან დგას ძალიან სერიოზული პოლიტიკური მოტივაცია ანგარიშსწორებისა,“ - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

 

როგორც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, ზაზა ვეკუამ განაცხადა, მეტად შემაშფოთებელი და ამაზრზენი ფაქტი მოხდა გორში, „ქართული ოცნება“ ყოფილი ნაციონალური მოძრაობის ზონდერების საშუალებით გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე პოლიტიკური ოპონენტების მიმართ:

 

„ნათელია რომ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ არის ერთადერთი რეალური ოპოზიციური ძალა, და ასევე ნათელია, რომ როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაცმოძრაობას“ სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ეშინია. ჩვენ ამ ფაქტს არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე, ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ უმკაცრესად იქნენ დასჯილნი დამნაშავეები. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ დამნაშავე ორგანიზაციის - ნაცმოძრაობის პარპაშს და ძალადობას საქართველოში, იმას რაც ვერ მოახერხა უნიათო, უსუსურმა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ აღედგინა სამართლიანობა და აესრულებინა ქართველი ხალხის ნება, პირიქით,  გადაწყვიტა თანამშრომლობა, გარიგება და კოჰაბიტაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ გზას დაადგა და რა შედეგიც „ნაცმოძრაობამ“ მიიღო, იმას მიიღებს „ქართული ოცნებაც“. - აცხადებს ზაზა ვეკუა.

 

,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციაც გამოეხმაურა.

 

,,გვინდა გამოვეხმაუროთ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივნის ზაზა ვეკუას და ირაკლი ბათიაშვილის ურცხვ განცხადებას რესტორან „ნაჭარმაგევში“ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.


ძველით ახალ წელს, რესტორან „ნაჭარმაგევში“ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნების“ წევრებსა და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიის წევრს ზურაბ როსებაშვილს შორის. ზურაბ როსებაშვილი, რომელიც ქალაქის საკრებულოში ბურჯანაძის პარტიას წარმოადგენს და ამავდროულად „ქართული ოცნებისგან“ დანიშნული კომიტეტის თავჯდომარეა, „ქართული ოცნების“ მიერ აპარატის ახლადდანიშნულმა სპეციალისტმა მიხეილ შენგელიამ სცემა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას იღებდა საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ყოფილი შტაბის უფროსი სოსო ფალელაშვილი, რომლებიც ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არასდროს ყოფილან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რასაც ურცხვად აცხადებენ ბურჯანაძის პარტიის წევრები ირაკლი ბათიაშვილი და ზაზა ვეკუა. 


უმჯობესია მათი წარმომადგენელი ზურაბ როსებაშვილი ნაკლებად შეკრული იყოს ქვეყნისთვის მავნებელ მთავრობასთან და ამ გაუგებრობაშიც არ აღმოჩნდებოდა. ასე დაუფასა ერთგულება და მხარდაჭერა ზურაბ როსებაშვილს „ქართულმა ოცნებამ“." - წერია ,,ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

 

,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასახელებული პირები და ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტს არ გამოხმაურებიან. გამოძიებას კი გორის შს სამმართველო აწარმოებს. 

 

,,ბურჯანაძის დედა..." - საკრებულოს წევრები რესტორანში

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი
და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ
ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

13:26 / 04.07.2025
პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია,
ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.

13:11 / 04.07.2025
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,უნივერსალ ბიზნესშოპმა
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,უნივერსალ ბიზნესშოპმა"" თიღვის გამგეობას
15:38 / 02.07.2025
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.