ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით დევნილთა სამინისტროში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, ქალაქ გორში, დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონდების პროცესს აწარმოებს. პროცესი, რომელიც 2015 წლის აგვისტომდე გაგრძელდება, საცხოვრებელი ფართების აზომვას და ოჯახების აღწერას გულისხმობს. კომისია დამუშავებულ მონაცემებს და სიებს დასამტკიცებლად მთავრობას უგზავნის. მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ხორციელდება.
„საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტი პირველი ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში სამინისტროს თანამშრომლებმა 857 ობიექტი შეისწავლეს, სადაც 12 063 ოჯახი ცხოვრობს. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 10 000 დევნილ ოჯახს დაუკანონდება. დარჩენილმა ოჯახებმა ფართების დაკანონებაზე უარი განაცხადეს და ისინი ბინებს, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, მიიღებენ.“ - განაცხადა მამუკა ცოტნიაშვილმა.

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.



საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები