რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ხურვალეთში დაკავებული ცოლ-ქმარი დე-ფაქტო ხელისუფლებამ კარანტინში გადაიყვანა
ფოტოზე: მალხაზი და თათია

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მალხაზ ვანიშვილი და თათია ადიკაშვილი ცხინვალში, კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ ოჯახს არაოფიციალურად აცნობეს.

დაკავებული გოგონას და, თამთა ადიკაშვილი აცხადებს, რომ პირადად ოჯახთან კონტაქტი არავის ჰქონია, თუმცა ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან მიიღეს.

,,თუ ისინი მართლა ამ მიზნით არიან გადაყვანილნი სამედიცინო დაწესებულების კარანტინში, მაშინ ოჯახის წევრები მტკიცებად მოვითხოვთ, რომ გადმოგვცენ და ჩვენს კლინიკაში გაიარონ კარანტინი. როცა დააკავეს, კორონავირუსთან დაკავშირებით სიმპტომები მათ არ ჰქონდათ" - ამბობს თამთა ადიკაშვილი.

მალხაზ ვანიშვილი და თათია ადიკაშვილი 5 თვის წინ 2019 წლის დეკემბერში შეუღლდნენ. მალხაზი დათა ვანიშვილის შვილიშვილია, რომლის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულია. თათია ადიკაშვილი კი, ხურვალეთში ცხოვრობდა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იმ დროს დააკავეს, როცა შვილიშვილი და რძალი პაპასთან სტუმრად იმყოფებოდნენ. ღამით ჯერ მალხაზი წაიყვანეს, დილით კი, - თათია. ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკის ხმამ გაავრცელა. ამრიკის ხმის ჟურნალისტს ესაუბრა დათა ვანიშვილი. მალხაზმა და თათიამ ერთმანეთი ხურვალეთში გაიცნეს. მახო (როგორც მას პაპა უწოდებს) ხშირად ჩადიოდა სტუმრად პაპასთან. ის ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს.

ხურვალეთი გამყოფ ხაზთან მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სოფლის სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები გააბეს. ეს სოფელი რამდენიმე უბნისგან შედგება, მათ შორის, დიდი ხურვალეთი, ახალი ხურვალეთი (იგივე ბობნევი). დათა ვანიშვილის სახლი სწორედ ახალ ხურვალეთში დგას. მავთულხლართების გავლების შემდეგ, მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

 



იხ. ამავე თემაზე:

ხურვალეთში დათა ვანიშვილის შვილიშვილი და მისი ცოლი დააკავეს

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.