ახალი ამბები
გაიგეთ რა შემთხვევაში მიიღებთ თვეში 200 ლარიან კომპენსაციას
2020 წლის მაისიდან დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მიიღებენ დახმარებას 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში. ანუ კომპენსაცია თვეში 200 ლარი იქნება.

ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა სპეციალური განცხადება გაავრცელა იმ პირებისთვის, რომლებიც ამ დახმარების მიღების მსურვებელმა უნდა გაითვალისწინონ.

200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება არ აქვთ
იმ პირებს, რომლებზეც 2020 წლის 1 კვარტალში ფიქსირდება ხელფასის გაცემა: საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი, ან ასეთი საწარმოს დაფუძნებული/შვილობილი საწარმოდან.

ასეთ უწყებებს მიეკუთვნება მაგალითად:

- სამინისტროები
- მუნიციპალიტეტები
- სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული
- საჯარო სამართლის იურიდიულ პირები - (მათ შორის საჯარო სკოლები, თეატრები, ანსამბლები და მუზეუმები)
- და სხვა

დადგენილი გამონაკლისების გარდა ყველა სხვა ტიპის საწარმოში დასაქმებული ისარგებლებს კომპენსაციის მიღების უფლებით თუ დაკმაყოფილდება შესაბამისი პირობები.

1. თუ მე ვიყავი დასაქმებული, რა შემთხვევაში მივიღებ კომპენსაციას და რა ოდენობით?

- თუ თქვენ მუშაობდით 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც და იღებდით ხელფასს (რაზეც თქვენს დამსაქმებელს უნდა ქონდეს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაცია) და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეგიწყდათ ან შეგიჩერდათ შრომითი ურთიერთობა და აღარ იღებთ ხელფასს, გაქვთ უფლება მიიღოთ კომპენსაცია თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში.

2. თუ მარტის თვის ხელფასი აპრილში ავიღე, თუმცა რეალურად აპრილიდან აღარ ვმუშაობ, მაქვს თუ არა უფლება ავიღო კომპენსაცია 200 ლარი აპრილის თვისთვის?

- ვინაიდან ხელფასი აიღეთ აპრილში და აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურს ეცნობა აპრილის თვეში, თქვენ კომპენსაციის მიღების უფლება გექნებათ მხოლოდ მაისიდან.

3. როგორ უნდა მოვიქცე და რომელ უწყებას მივმართო რომ მომცენ თვეში 200 ლარიანი კომპენსაცია ?

- თქვენ არ უნდა მიმართოთ არც ერთ უწყებას, თქვენმა კომპანიამ, სადაც მუშაობდით და საიდანაც გაგათავისუფლეს ან დროებით ხართ უხელფასო შვებულებაში - არაუგვიანეს ყოველი თვის 15 რიცხვისა ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურში სპეციალური
ფორმით უნდა წარადგინოს იმ პირთა სია, რომლებზეც ხელფასი გაცემული აქვს 2020 წლის პირველ კვარტალში - იანვარი, თებერვალი, მარტი ერთხელ მაინც და აღარ გაუცია ხელფასი წინა თვეში.

4. რას აკეთებს შემოსავლების სამსახური მას შემდეგ, რაც დამსაქმებელი წარუდგენს ინფორმაციას?

- შემოსავლების სამსახური დაამუშავებს ამ მონაცემებს და შესაბამის პირთა სიას, ვისაც უფლება აქვს მიიღოს 200 ლარი, წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არაუგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 20 რიცხვისა.

5. როდის და სად ავიღებ 200 ლარს?

- კომპენსაციას დასაქმების სააგენტო ჩაგირიცხავთ საბანკო ანგარიშზე, არაუგვიანეს იმ თვის მომდევნო თვის 30 რიცხვისა, როცა ვერ მიიღეთ ხელფასი. მაგალითად, თუ პირმა ვერ მიიღო მაისის ხელფასი, შესაბამისი კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს 30 ივნისისა.

6. რა შემთხვევაში შეიძლება შემიწყდეს 200 ლარიანი კომპენსაცია დანიშვნიდან 6 თვის გასვლამდე პერიოდში? კომპენსაცია შეგიწყდებათ თუ:

]ა) თუ თქვენ კვლავ დაიწყებთ მუშაობას და 2020 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნება ამის შესახებ ინფორმაცია
ბ) განცხადებით მოითხოვთ კომპენსაციის შეწყვეტას
გ) თუ ხართ საქართველოს მოქალაქე და გახვალთ საქართველოს მოქალაქეობიდან ან
დაკარგავთ საქართველოს მოქალაქეობას
დ) თუ კომპენსაციის მიმღები პირი გარდაიცვალა.

7. ვიყავი დასაქმებული, 2020 წლის პირველ კვარტალში მერიცხებოდა ხელფასი, თუმცა გამათავისუფლეს სამსახურიდან, ასევე მქონდა მცირე ბიზნესი და ვაკმაყოფილებ 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემისთვის დადგენილ წინაპირობებს, მაქვს თუ არა უფლება მივიღო როგორც ყოველთვიური 200 ლარიანი, ისე თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული 300 ლარიანი კომპენსაცია?

- ორივე კომპენსაციას ერთდროულად ვერ მიიღებთ და ასეთ შემთხვევაში თქვენ გექნებათ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსუბუქად დაშავდნენ მგზავრები, რომლებიც
მსუბუქად დაშავდნენ მგზავრები, რომლებიც
13:57 / 28.11.2020
,,ყველაფერი გვიხარია: გაზი, წყალი, შუქი... მაგრამ ჩვენი შვილები და
შვილიშვილები არ არიან აქ.
,,ყველაფერი გვიხარია: გაზი, წყალი, შუქი... მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ არიან აქ.
12:53 / 28.11.2020
,,ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს
,,ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს
13:57 / 27.11.2020
,,დენდი
,,დენდი" 100 000 ლარის ფარგლებში კიდევ სხვა საახალწლო აქსერუარების გამოგზავნას აპირებს.
13:21 / 27.11.2020
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის საერთო ბიუჯეტი -
545 მლნ ლარია.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის საერთო ბიუჯეტი - 545 მლნ ლარია.

12:56 / 27.11.2020
ვიდეორეპორტაჟი
,,ყველაფერი გვიხარია: გაზი, წყალი, შუქი... მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ არიან აქ.
,,ჩემი აზრით, ყველა სოფლელი ბიჭის ცხოვრება ასეთია. წვალებაში ვიზრდებით''

რატომ არ მიმაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა? ასეთი უყურადღებო რაიონი გვყავს.

2 წლის იყო, როდესაც მშობლები ვლადიკავკაზში წავიდნენ. მამა ხელოსანია, დურგალი. სამუშაოს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.