ახალი ამბები
24 ნოემბერი: შიდა ქართლში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 504, აჭარაში – 576, იმერეთში – 212, შიდა ქართლში 101.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევები 18 526-ს აღწევს.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარა – 576, იმერეთი – 212, ქვემო ქართლი – 129, შიდა ქართლი – 101, გურია – 87, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 189, კახეთი – 116, მცხეთა-მთიანეთი – 105, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 734, აჭარაში – 1 036, იმერეთში – 1 239. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში – 457, აჭარაში – 154, იმერეთში – 206. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 108, იმერეთში – 41.

3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის 1 146 – თბილისში, 2 013 – აჭარაში, 262 – იმერეთში.

8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 435, აჭარაში -1 077, ხოლო იმერეთში -33.

6 ოქტომბრიდან – 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია სულ 17 652 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 938 პირი, აჭარაში – 14 779, იმერეთში – 5 243“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 ადამიანი, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გოგონას მშობლები დევნილები არიან და 2008 წლის აგვისტოს ომის
შემდეგ გორის

გოგონას მშობლები დევნილები არიან და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორის

12:59 / 04.03.2021
4 მამაკაციდან, სამი მათგანის საქმე ცალკე გამოიყო, ხოლო მეოთხე
სამართალდარღვევის საქმ
4 მამაკაციდან, სამი მათგანის საქმე ცალკე გამოიყო, ხოლო მეოთხე სამართალდარღვევის საქმ
11:51 / 04.03.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან:
11:44 / 04.03.2021
holst.ge არის ერთ-ერთი პირველი ონლაინ ჰიპერმარკეტი საქართველოში,
holst.ge არის ერთ-ერთი პირველი ონლაინ ჰიპერმარკეტი საქართველოში,
17:10 / 03.03.2021
ჯამში, დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსი 3060 ადამიანს
დაუდასტურდა, საიდანაც 2577
ჯამში, დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსი 3060 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 2577
15:38 / 03.03.2021
ვიდეორეპორტაჟი
გივი იაზბარიანმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონები და ტურნირების გამარჯვებულები აღზარდა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EEჩMD) აცხადებს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ფანრიანი ნოკია - ერთადერთი საშუალება განათლების მისაღებად
"პანდემიის პერიოდში დრო თამაშით გაგვყავდა და საქმესაც ვაკეთებდით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.