რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
„აგროგრაფი“ - კონკურსი პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის [R]
კონკურსი “აგროგრაფი” წარმოაგენს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთ საინტერესო კონპონენტს, რომელიც მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის პროფესიების პოპულარიზაციას.

27 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი პროფესია გააცნონ ფართო აუდიტორიას ფოტო, ვიდეო და სტატიის სახით.

კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი მასალები შეფასდება ორ ეტაპად: ჟიურისა და სოციალურ ქსელში დაგროვილი შეფასებების, მოწონების, გაზიარების საფუძველზე.

დარგის პოპულარიზაციის მიზნით, აღნიშნული მასალები განთავსდება სოციალურ ქსელში და გამოყენებული იქნება სხვადასხვა ღონისძებებზე , სადაც დუალური პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ხდება. “კონკურსი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დაინტერესებას და წახალისებას სწავლის, მუშაობის პროცესში გადაიღონ უნიკალური ფოტო-ვიდეო კადრები. ასევე, დაწერონ საკუთარი გამოცდილების შესახებ საინტერესო სტატია, სადაც აღწერენ როგორია მათი პროფესიული ერთი დღე სოფლის მეურნეობაში. პროექტის ფარგლებში კონკურსი უკვე მეორედ იმართება. გასულ წელს ეს კონკურსი სტუდენტებში პოპულარობით სარგებლობდა და წელსაც ველოდებით დიდ გამოხმაურებას. კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი მასალები შეფასდება ორ ეტაპად, ჟიურისა და სოციალურ ქსელში დაგროვილი შეფასებების, მოწონების, გაზიარების საფუძველზე. საუკეთესო ნამუშევრები პერიოდულად განთავსდება სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში,“ -აღნიშნა განათლების ექსპერტმა, ნიკოლოზ მესხიშვილმა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მასალები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), მხარდაჭერით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციას აგრო დუო ჩართულობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო
ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია და მძღოლები შემოვლითი გზებით
მოძრაობენ.
ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია და მძღოლები შემოვლითი გზებით მოძრაობენ.
17:15 / 15.08.2026
ფეისბუქ გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს
ფეისბუქ გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს" ვიდეოს აქვეყნებს
14:43 / 15.08.2026
ლენინგორის სოფელ კორინთასთან გზის პირას აღმოჩენილ სამარხებზე რუსული
და დე-ფაქტო ინსტიტუტების არქეოლოგები კვლევებს აწარმოებენ.
ლენინგორის სოფელ კორინთასთან გზის პირას აღმოჩენილ სამარხებზე რუსული და დე-ფაქტო ინსტიტუტების არქეოლოგები კვლევებს აწარმოებენ.
12:24 / 15.08.2026
სამეფო ქუჩაზე მდებარე ყოფილ სასტუმრო „ქართლთან“ ცრუ განგაშის გამო
მეხანძრეები გამოიძახეს, ხანძრის კვალი არ აღმოჩენილა.
სამეფო ქუჩაზე მდებარე ყოფილ სასტუმრო „ქართლთან“ ცრუ განგაშის გამო მეხანძრეები გამოიძახეს, ხანძრის კვალი არ აღმოჩენილა.
18:10 / 14.08.2026
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 8 თვის წინ ცხენით ტყეში
დაკავებული ხაშურელი გიორგი ხარაიშვილი გაათავისუფლა და საქართველოს
შსს-ს გადასცა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 8 თვის წინ ცხენით ტყეში დაკავებული ხაშურელი გიორგი ხარაიშვილი გაათავისუფლა და საქართველოს შსს-ს გადასცა.
17:33 / 14.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.