რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში - რა საჭირო იყო ,,გადაუდებელი" და ,,გამარტივებული" ტენდერები

 

სახელმწიფო აუდიტის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელებისას მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები დაირღვა, კერძოდ

 

მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 2012-2013 წლებში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, განხორციელდა 32 გამარტივებული შესყიდვა, რომლის საერთო ღირებულება 1 მლნ 533 500 ლარი იყო.

 

,,არსებობს მაღალი ალბათობა, რომ 13 შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის მომსახურების/საქონლის შესყიდვა არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას." - აღნიშნავს სახელმწიფო აუდიტი. ჯამში 73 600 ლარზეა საუბარი. ,,შესყიდვები, რომელთა წინასწარი დაგეგმვა და ელექტრონული საშუალებით შესყიდვა რეალურად შესაძლებელი იყო, განხორციელებულია მონეტარული ზღვრების დარღვევით, რამაც, სავარაუდოდ, საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვია. მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებების წარმოდგენა, თუ რატომ არ მოხდა მოსალოდნელი შესყიდვების წინასწარი განსაზღვრა და გეგმაში გათვალისწინება.

 

მაგალითად, მუნიციპალიტეტმა 2013 წელს ქ. გორში ქუჩების დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურება შეისყიდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, როცა  ტენდერის გამოცხადება შესყიდვების გეგმის წინა წლის სექტემბერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენის შემდეგ შეეძლო.

 

ასევე შესაძლებელი იყო სამგზავრო გადაზიდვებისა და ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების შესყიდვის (ტექმომსახურების) დაგეგმვა არა მიწოდების საჭიროების დადგომისას, არამედ წლის დასაწყისში, მომსახურების წლიურ ღირებულებაზე ტენდერის გამოცხადებით.

 

სამუშაოების ანაზღაურება

 

გორის მუნიციპალიტეტს, 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის არ მოუთხოვია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ანაზღაურება შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების შესაბამისად მოხდა. 1 ივლისის შემდეგ, 2012 წელს განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოების 28 გამარტივებული შესყიდვა და ანაზღაურებულია 5 მლნ 149 700 ლარი, ხოლო 2013 წელს - 45 ხელშეკრულება და 2 მლნ 891 700 ლარი.

 

გამოვლენილი დარღვევის საფუძველზე აუდიტის პროცესში აუდიტის ჯგუფისგან მერიასა და გამგეობას წერილობითი ფორმით მიეთითა მიმწოდებლისათვის ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი მოთოვნისა და შესაბამისი გაანგარიშების წარმოდგენის შესახებ. აუდიტის პროცესში მუნიციპალიტეტს მონაცემები ფაქტობრივი ხარჯების შესახებ არ მოუწოდებია.

 

როგორც პრაქტიკა არჩვენებს, მიმწოდებლების მიერ წარდგენილი შესრულების სამუშაოების აქტებით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულება განსხვავდება და ნაკლებია შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივ დანახარჯებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მაღალი რისკი, რომ მიმწოდებლებისათვის ზედმეტი თანხებია ანაზღაურებული.

 

აუდიტის მსვლელობისას, ფაქტობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, ვერ დადგინდა, რამდენად კანონთან შესაბამისად განხორციელდა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.

 

,,ამდენად, საბიუჯეტო თანხების ზედმეტად გადახდა რეალურად განხორციელდა თუ არა და რა რაოდენობით, სამართალდამცავი ორგანოების მიერაა შესასწავლი" - აღნიშნავს აუდიტი.

 

შესყიდვების დაგეგმვა

 

2012 წელს გორის მუნიციპალიტეტმა შესყიდვების გეგმით დადგენილი ჯამური ღირებულების ზემოთ, 2 800 ლარის ღირებულების საავტომობილო საწვავი შეიძინა.

 

მუნიციპალიტეტის მიერ მრავალწლიანი შესყიდვის დაგეგმვის საკითხი ხასიათდება სისტემური ხარვეზით, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში განხორციელებულია სულ 12 სახელმწიფო შესყიდვა - საერთო ღირებულებით 6 მლნ 2 300 ლარი, სადაც ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სამუშაოების მიწოდებასა და ანგარიშსწორების ვადები მომდევნო წლის ბიუჯეტში გადადის. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებების დაფინანსება ხორციელდებოდა, მათ შორის, მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული ასიგნებებით, რაც მუნიციპალიტეტის მხრიდან კონკრეტული შესყიდვების მრავალწლიანი ფორმით დაგეგმვას მოითხოვდა.

 

ნაცვლად, მრავალწლიანი შესყიდვისა, მუნიციპალიტეტში ერთლიანი შესყიდვის ფორმით განხორციელებულია შენობა ნაგებობების, გზებისა და წყლის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები, შენობებისა და ხიდების მშენებლობა და ა.შ.

 

მრავალწლიანი შესყიდვების დაგეგმვის ფორმის უგულებელყოფა შეიცავს გარკვეულ რისკებს. მაგალითად, დაფინანსების მომდევნო წლის ბიუჯეტში გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი მხარე ვერ შეძლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 

შეგახსენებთ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ამ ანგარიშის საფუძველზე შიდა ქართლის პროკურატურამ მასალები გორის მუნიციპალიტეტიდან გაითხოვა. ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს, ,,2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში" ეწოდება. პროკურატურამ აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე მოსამართლეს გამოძიების დაწყების უფლება მოსთხოვა, რაც დაკმაყოფილდა. საგამოძიებო უწყებამ  2010-2011 წლის მასალებიც გაითხოვა.

 

იხ. ამავე თემაზე:  რას ეძებს პროკურატურა გორის მუნიციპალიტეტში

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.