რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
იორდანიიდან საქართველოში 10 000 ცხვარი უკან დააბრუნეს

 

,,იორდანიიდან ცხვარს ტყუილად არ მოაბრუნებდნენ. სოფელი შიშობს, რომ ცხვარი დაავადებული იქნება" - გვითხრა სოფელ ქვახვრელის წარმომამდგენელმა საკრებულოში თემურ აფხაზაშვილმა.

 

,,კერძო სტრუქტურებს შორის წარმოშობილი გაუგებრობის გამო ექსპორტირებული ცხვარი მობრუნდა საქართველოში ისე, რომ ცხვარს  გემი არ დაუტოვებია, თუმცა, საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ცხვარი საქართველოში, კვლავ, 21-დღიან საკარანტინო პროცედურებს გაივლის და მასზე დაწესდება ვეტერინარული კონტროლი. გირჩევთ დამატებითი დეტალების გასარკვევად ბიზნესოპერატორს მიმართოთ" - განუცხადეს Qartli.gE-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

 

საკარანტინო პერიოდს ცხვარი სოფელ ქვახვრელში თბილისელ ნატალია კვანტალიანის მიერ რამდენიმე წლის წინ ნაყიდ საძოვრებზე გაატარებს.

 

სააგენტოს ცნობით, საქართველოდან ცხვრის ექსპორტი განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობისა და მიმღები ქვეყნის ოფიციალური მოთხოვნების სრული დაცვით. ცხვარმა გაიარა კარანტინი, ჩატარებული აქვს ვაქცინაცია და დიაგნოსტიკა და, შესაბამისად, არავითარი დაავადება არ დაფიქსირებულა.

 

ადგილზე ვითარების გასაცნობად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფლის მეურნეობისა და აგრარული კომისიის თავმჯდომარე მერაბ მელანაშვილიც იმყოფებოდა. მისი თქმით, საგანგაშო არაფერია. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი თავდაპირველად მას დაუკავშირდა, რომელიც კატეგორიულად აცხადებდა, რომ არავითარი კავშირი აქვს ამ საქონელს იორდანიასთან.

 

,,არავითარი იორდანია. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ცხვარს საქართველოში აგროვებს და შემდეგ ჰყიდის. ახლაც ეგრეა. მოაგროვებს ამ ცხვარს და 21 დღის შემდეგ წაიყვანს მანდედან. თავიდან იყო საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს ეს ცხვარი დაავადებულია, მაგრამ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეამოწმეს. ვისი და რა კომპანიაა, ვერ გეტყვით" - გვითხრა მერაბ მელანაშვილმა.

 

თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წერილობით დაგვიდასტურეს, რომ ეს ცხვარი ნამდვილად მოაბრუნეს. კარანტის შემდეგ ბიზნესკომპანია ცხვრის გაყვანას საზღვარგარეთ კვლავაც შეეცდება.

 

ინფორმაციას საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცხვარი საუდის არაბეთიდან მოაბრუნეს. 

 

foto: ბექა გონაშვილისა (მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი)

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო საპატრულო
პოლიციის სამხრე კამერით
სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით
17:09 / 23.06.2026
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი
თანამდებობიდან გადადგა. ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი
გახდება.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა. ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდება.
16:42 / 23.06.2026
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს
ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამების საქმეებზე,
დამნაშავედ ცნო.
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამების საქმეებზე, დამნაშავედ ცნო.
15:20 / 23.06.2026
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მცხოვრები გულნაზი
გვარამაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოენგრა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მცხოვრები გულნაზი გვარამაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოენგრა.
12:32 / 23.06.2026
შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 588 აბიტურიენტი
დარეგისტრირდა.
შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 588 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
12:00 / 23.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.