რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ხიდისთავის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგების პროცესი დაიწყო

 

,,რატომ აღარ გაუგრძელეთ ხელშეკრულება ამ ორ პედაგოგს?" - იკითხა მოსამართლემ სკოლის წარმომადგენლებისგან. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაც სკოლის ყოფილ ხელმძღვანელს და რესურს-ცენტრის იურისტს გააჩნიათ, შრომის კოდექსის 37-ე მუხლია. ამ მუხლის თანახმად დამსაქმებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ვინც უნდა ის დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს.

 

,,სასწავლო ბადე უკვე შევსებული გვქონდა" - განაცხადეს სკოლის წარმომადგენლებმა. ,,ამ სასწავლო ბადის შედგენისას მოსარჩელე მხარეს საათები არ ერგო?" - დაისვა კითხვა პროცესზე. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ბავშვების რაოდენობა შემცირდებოდა, 2014-2015 წწ წლის დაწყებისას სკოლაში შესაბამისი საათები თეა ნონიკაშვილისთვის და მერი კაკაშვილისთვის საკმარისი არ უნდა ყოფილიყო. აღნიშნული პრობლემა კი სკოლაში არ დამდგარა და არც არსებობდა - დაადასტურეს მხარეებმა.

 

როგორც ცნობილია, 2014 წლის 8 სექტემბერს, ხიდისთავის საჯარო სკოლის მაშინდელმა დირექტორმა ბესარიონ ცერცვაძემ 4 სერთიფიცირებულ პედაგოგს: თეა ნონიკაშვილს, მერი კაკაშვილს, თამარ მაისურაძეს და მანანა დაღელაშვილს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. 

 

2014 წლის 12 სექტემბერს კი, აღნიშნული ფაქტის გახმაურების შემდეგ, ორმა პედაგოგმა - თამარ მაისურაძემ და მანანა დაღელაშვილმა რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს ზურაბ ქარელს მიმართეს წერილობით, რათა რესურს-ცენტრის უფროსს სკოლის დირექტორთან, მათი უკან დაბრუნების თხოვნით, ეშუამდგომლა. ზურაბ ქარელმა ,,იშუამდგომლა" და სკოლაში თამარ მაისურაძე და მანანა დაღელაშვილი დაბრუნდნენ.

 

რაც შეეხება თეა ნონიკაშვილს და მერი კაკაშვილს, რომლებიც დედა-შვილი არიან, მათ რესურს-ცენტრის ,,შუამდგომლობა" არ დაიმსახურეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საინფორმაციო საშუალებებით გაკეთებული განცხადებების გამო, სკოლის დირექტორის წინაშე ბოდიში არ მოიხადეს.

 

სკოლის დირექტორმა ბესარიონ ცერცვაძემ მათ ნაცვლად სკოლაში სხვა პედაგოგები, სხვათა შორის, არასერთიფიცირებულები მიიღო და სკოლაში წარმოქმნილი ვაკანსია შეავსო.

 

ბესარიონ ცერცვაძე ამბობდა, რომ თეა ნონიკაშვილის და მერი კაკაშვილის გათავისუფლებით, სკოლა საბოტაჟს ააცილა. თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმებოდა ამ საბოტაჟში, განუმარტებელი დარჩა.

 

ამის შემდეგ 2014 წლის ოქტომბერში სკოლის სამეურვეო საბჭომ დირექტორის თანამდებობაზე ახალი არჩევნები ჩაატარა. სკოლამ ახალი დირექტორი აირჩია, ხოლო ახალმა დირექტორმა ბესარიონ ცერცვაძე სასწავლო ნაწილის გამგედ დანიშნა.

 

გათავისუფლებული პედაგოგი თეა ნონიკაშვილი, სწორედ, ამას წინასწარმეტყველებდა, რადგან ახალი არჩევნების პერიოდში ხიდისთავის საჯარო სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე თეა ნონიკაშვილის და აპირებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. თეა ნონიკაშვილი ამბობდა, რომ ბესარიონ ცერცვაძე, ამ აჟიოტაჟით, სწორედ, მისი დის დანიშვნას ხელს შეუშლიდა. კერძოდ, განათლების სამინისტრო ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ასარჩევად თეა ნონიკაშვილის დის წარდგენისგან თავს შეიკავებდა. საბოლოოდ, ასე მოხდა, თეა ნონიკაშვილის დამ კი გორის მე-7 საჯარო სკოლაზეც თქვა უარი.

 

ერთი სიტყვით, დღევანდელ, 28 ნოემბრის სასამართლო პროცესზე მხარეების არგუმენტები მოისმინეს. პედაგოგების ინტერესებს  მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენელი იცავს. გადაწყვეტილება კი 4 დეკემბერს გამოცხადდება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.