რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
,,დირექტორს და 5 მასწავლებელს სკოლიდან მოსახლეობა აძევებდა"

26.11.2014 ქარელის რაიონის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის დირექტორს მარინა ნადირაშვილს, რომელსაც ამჟამად მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია უკავია, 32 პედაგოგიდან 28 პედაგოგმა მხარდამჭერი ხელმოწერები შეუგროვა. სამეურვეო საბჭოს მიერ ჩატარებულ არჩევნებში დირექტორის თანამდებობაზე ერთადერთი მისი კანდიდატურა ჩავარდა. მარინა ნადირაშვილმა, მხოლოდ, 4 ხმა მიიღო. დანარჩენი ოთხი წინააღმდეგი წავიდა. დირექტორის მომხრეები აცხადებენ, რომ დირექტორის წინააღმდეგ სოფლის მაჟორიტარი წარმომადგენელი საკრებულოში ცირა ინდუაშვილი იბრძვის. სკოლის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი მარინა ინდუაშვილი კი აცხადებს, რომ სწორედ ცირა ინდუაშვილის დამსახურებაა, რომ  მოსახლეობის ნაწილმა, 2 წლის წინ,  სხვა 5 მასწავლებელთან ერთად, დირექტორი სკოლიდან არ გააძევა.

00:19 / 27.11.2014
ელექტროენერგიის გათიშვების სტატისტიკა

26.11.2014 საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ადმინისტრაცია, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ნაწილობრივ და სრულად გათიშვის შესახებ, ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს. ინფორმაცია 2002 წლიდან მოყოლებული 2014 წლის ნოემბრამდე არსებულ მონაცემებს ეყრდნობა.

20:26 / 26.11.2014
,,გადი ისე" - ჟურნალისტი გარეთ, პოლიციის უფროსი შიგნით

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა სამუშაო შეხვედრებზე ჟურნალისტების დასწრება აკრძალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება იმ დღით მიიღო, როდესაც სამუშაო შეხვედრაზე ქარელის პოლიციის უფროსი გამოცხადდა. გულიაშვილის ,,ბრძანებას" ასრულებდნენ - რუისის რწმუნებული გიორგი კუთხაშვილი; ადმინისტრაციის სპეციალისტი ბადრი მეხრიშვილი და კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ლეილა ნადირაშვილი. ისინი ფიზიკური ძალის გამოყენებით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ადგილობრივ ჟურნალისტს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

00:55 / 26.11.2014
ქალზე ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე

სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის პირველ ათ თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 362 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პრიმა მუხლით კვალიფიცირდება. გახსნილია 270 შემთხვევა. შემთხვევების დიდი ნაწილი ქალებზე განხორციელებულ ძალადობაზე მოდის. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ძალადობის 319 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 269  გაისხნა.

00:19 / 26.11.2014
რატომ მიდის 150 ათასი ლარიდან 180 ათასი - ხელფასებზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციის წევრები რობერტ კავთიაშვილი და მიხეილ ბექაური, რომლებიც ამავე დროს საკრებულოს წევრები არიან, მომავალი, 2015 წლის ბიუჯეტს საბიბლიოთეკო გაერთიანებისთვის გამოყოფილი თანხების გამო  ხმას არ აძლევენ. კავთიაშვილის თქმით, ამის უმარტივესი მიზეზი საბიბლიოთეკო გაერთიანებისთვის გამოყოფილი თანხებია.

18:41 / 25.11.2014
გაზიფიცირების ,,უნებართვო" მშენებლობა სკრის დევნილებში

გორის რაიონის სოფელ სკრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა კოტეჯებში გაზიფიცირების სამუშაოები უნებართვოდ განხორციელდა. ამის გამო გაზმომარაგების კომპანია შესრულებულ სამუშაოებს არ იბარებს. გათბობის იმედად მყოფ დევნილებს ამჟამად შეშაც არა აქვთ.

01:05 / 25.11.2014
კავთისხევში გარეგანათების ხარჯი სხვა სოფლების საერთო ხარჯებს აღემატება

24.11.2014 სოფელ კავთისხევის გარეგანათების ხარჯი ერთნახევარჯერ აღემატება კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში დახარჯულ ელექტროენერგიის ჯამურ ღირებულებას. ამის შესახებ პრეტენზიას მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი გამოთქვამს. შესაბამის სამსახურებს საკითხის შესწავლა დაავალა.

22:47 / 24.11.2014
ქვ. ჭალის სკოლა მეზობელი სოფლის სკოლას შეშით დაეხმარა

24.11.2014 კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მეზობელი სოფლის, სამთავისის საჯარო სკოლას შეშით დაეხმარა. სამთავისში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის განცხადებით, ამის მიზეზი სკოლაში გათბობის სისტემის დროებით მოუწესრიგებლობა გახდა.

16:31 / 24.11.2014
გორის პროკურორები მოულოდნელად პროცესებზე შეამოწმეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ორი წარმომადგენელი, მოულოდნელად, გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა და რეგიონალური თანამშრომლების შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ გორის პროკურორებმა წინასწარ  არ იცოდნენ. მხოლოდ დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი, რომ სასამართლოში მთავარი პროკურატურიდან ,,გენ-ინსპექციის" თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

01:24 / 22.11.2014
პროტესტი ურბნისის საჯარო სკოლაში და სოფლის დეპუტატის ,,ინტერესი"


ქარელის რაიონის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს წევრების უმრავლესობამ დირექტორის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი მარინა ნადირაშვილი არ აირჩია. 8 წევრიან საბჭოში მას 4 - მა წევრმა არ მისცა ხმა. ნადირაშვილი სკოლის დირექტორად 2007 წლიდან მუშაობს. კანონმდებლობის მიხედვით, სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარადგენს.

23:14 / 21.11.2014
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.