25.03.2015 გორში, გელდიაშვილის ქ. #1 კორპუსის ეზოში სასმელი წყლის მილების გამოცვლა მობინადრეთა ,,ამხანაგობის" ინიციატივით დაიწყო. 8 507 ლარის ღირებულების პროექტს მერია 6 805 ლარით აფინანსებს. დანარჩენს კორპუსის მცხოვრებლები დაფარავენ.
24.03.2015 გორის ცენტრში, ერთ-ერთ აფთიაქთან, 50 წლამდე ასაკის ქალბატონი ც. კ. გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. პირველადი ვერსიით, ქალბატონი ჰიპერტონული კრიზის (წნევა) განვითარების შედეგად დაიღუპა.
24.03.2015 ვერხვების დევნილთა დასახლებაში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2012 წელს დაწყებული საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმე 3 წლის შემდეგ გახსნისკენ მიდის. გორის მერიამ ახალი, მე-20 საბავშვო ბაღის დაფუძნების შესახებ პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე წარუდგინა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობის გამო, საბავშვო ბაღი გაცილებით ადრე უნდა გახსნილიყო. გორის მერია კი აცხადებს, რომ 2013 წლის დასაწყისში დამთავრებულ შენობას ბზარები გაუჩნდა.
24.03.2015 დღეს გორში ქალაქის და რაიონის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები იმართება. ამის გამო ქალაქის ცენტრალური ნაწილი, სტალინის გამზირი (მოედნიდან თამარ მეფის ქუჩამდე) დროებით გადაიკეტა. ფინალური თამაშების დასასწრებად სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან.
23.03.2015 დღეს ვარიანში საბავშვო ბაღის გაიხნა. ოფიციალურ ცერემონიას მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი უძღვებოდა. ფაქტს გორიდან ,,ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსი კახა ტოლიაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ვარიანის ახალი საბავშვო ბაღი ,,ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებაა. იხ.
23.03.2015 გორის მერიამ დასაქმებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა განსახილვლად და დასამტკიცებლად ქალაქ გორის საკრებულოს ბიუროს წევრებს დღეს წარუდგინა. დოკუმენტი დეპუტატებს უკვე დაურიგდა. დოკუმენტის საჯარო განხილვა პარასკევს, საკრებულოს სხდომაზე იგეგმება. იხ.
23.03.2015 კასპის რაიონის სოფლების: ქვემო ჭალის, ზემო ხანდაკის, კოდისწყაროს, აღაიანის, სამთავისის და ლამისყანის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სათათბიროდ დაიბარა. ეს ის ყოფილი ,,რწმუნებულები" არიან, რომლებიც 2012 წლის ბოლოს რაიონის აწ უკვე ყოფილმა გამგებელმა ოლეგ იაძემ დანიშნა, ხოლო 2013 წლის აგვისტოს შემდეგ ახალმა გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა გაათავისუფლა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ისინი სამსახურში აღადგინეს.
23.03.2015 სლოვაკეთის მოქალაქე, რომელიც გორში, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მოხალისედ მუშაობს, 22 მარტს ღამით გაძარცვეს. ფაქტი ჭალის დასახლებაში იმ დროს მოხდა, როდესაც უცხოეთის მოქალაქე სახლში ბრუნდებოდა.
23.03.2015 ,,შემოსული არის გამგეობაში განცხადებები, რომლითაც რამდენიმე ადამიანი ითხოვს მიწების შესყიდვას. მე გპირდებით, რომ ჩემი გამგებლობის პერიოდში თქვენს სოფელში თქვენს გარეშე საძოვრები არ გაიყიდება" - ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ სასირეთის მოსახლეობას სოფლის კრებაზე განუცხადა.
23.03.2015 ქარელის რაიონის 5 სოფელში - ბრეძა, საციხური, აბანო, ბერძენაული და აბისი/აბისისთავი - გაზიფიცირების სამუშაოები 2015 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა, ,,სოკარ ჯორჯია გაზის" ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, საკუთარ წარმომადგენლებს გააცნო.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











