დღეს 8 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გორში ელოდებიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამხარეო ადმინისტრაციის აპარატიდან აცნობეს.
07.04.2015 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი გიორგი (გორდა) შერმადინი 2015 წლის 4 აპრილს რესტორან ,,სპორტკაფეში" დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გორდა შერმადინმა ქრთამის სახით ერთ-ერთი კომპანიის მფლობელს 500 ლარი გამოართვა. გორდა შერმადინს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მასთან დაახლოებულმა პირებმა გვითხრეს, რომ კომპანია ,,ბაბას" მფლობელს ივანე კერესელიძეს გორდა შერმადინის მამის ბიჭიკო შერმადინის ვალი ჰქონდა.
07.04.2015 გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მშობლებს შორის წარმოშობილ დავაში პოლიცია ჩაერია, თუმცა ორივე მხარე, სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებს. საქმე იმაშია, რომ მამის ოჯახში შვილის წასაყვანად მისულ დედას და მის ნათესავებს მცირეწლოვანი ბავშვი არ გაატანეს. დედის მხარე აცხადებს, რომ ირღვევა მშობლის და ბავშვის უფლებები, ხოლო მამის მხარე ამის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებას ითხოვს.
06.04.2015 გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქე მოსმენაზე - ,,ვითარება საოკუპაციო ზოლის გასწვრივ - რა შეიცვალა ბოლო პერიოდში" მომხსენებლებმა ორი მიმართულება განიხილეს. ლია ჩლაჩიძემ, რომელიც რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრის - ერგნეთის წარმომადგენელია, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე და ცვლილებებზე ისაუბრა, ხოლო რადიო ,,თავისუფლების" ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა - იმ პრობლემებზე, რომელიც კვლავ მოგვარებას საჭიროებს.
06.04.2015 კასპის საავადმყოფოს ნევროპათოლოგი ნიკოლოზ სამებელაშვილი პაციენტის ელგუჯა ბუდაღაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ სამწუხარო შედეგით დამთავრებული მკურნალობა (ინსულტის განვითარება) კასპის საავადმყოფოს მედპერსონალის ბრალეულობას არ წარმოადგენს.
06.04.2015 წაღებულია 700 ლარი. სწრაფი გადახდის აპარატი კი მაღაზიის შიგნით დგას. ფაქტი 2015 წლის 4 აპრილს ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში მოხდა.
06.04.2015 საგანმანათლებლო მედიაპროექტ "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და იქ მცხოვრებ ნიჭიერ მოსწავლეებს შეხვდა.
06.04.2015 კასპში კერძო იპოთეკით დაზარალებული დავით ქოქაევის გამოსახლების პროცესი კვლავ შეჩერდა. ამის მიზეზი ოჯახში მოხუცებული ქალბატონის ავადმყოფობის მიზეზი გახდა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. კერძო იპოთეკარი თეა ქარდავა, რომელიც დევნილია, აცხადებს, რომ ერთი წელია საკუთარი საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლებას ითხოვს.
06.04.2015 ქალაქ გორში, ვერხვების ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ბაზაზე წვრთნები გრძელდება. მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენების გამო გორის მოსახლეობა წლებია შეწუხებულია. გორის საკრებულოს წევრის, თამარ თედლიაშვილის ინიციატივით, საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის სახელზე მოხსენებითი ბარათი მოამზადეს. თვითმმართველობის წარმომადგენლები ვერხვების დასახლებიდან პოლიგონის გადატანას მოითხოვენ.
04.04.2015 ,,თუ გვინდა, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ, ეს მანქანები შსს-გან უნდა დავიბრუნოთ" - ამის შესახენ ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელმა ილია მეტრეველმა ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თვითმმართველობის კუთვნილი მანქანები, თავის დროზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებას წაართვა, ხოლო დღეს ამ მანქანების დაბრუნების დრო დადგა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











