18.05.2015 მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმართ ადგილობრივ მეწარმეებს დაახლოებით 17 500 ლარი დავალიანება აქვთ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს წერილობით მუნიციპალიტეტის გამგებელმა აცნობა. საუბარი ეხება ადგილობრივი მნიშვნელობის გადასახადს, რომელიც დასუფთავების მოსაკრებლის მუხლით კვალიფიცირდება.
18.05.2015 რუსეთის ფედერაციის ჯარების მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისათვის 2015 წლის მხოლოდ პირველი კვარტლის განმავლობაში (2015.04.04-მდე) - 139 პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს. ამ 139 პირიდან 23 მოქალაქის დაკავება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მოხდა, დანარჩენი - აფხაზეთის სიახლოვეს.
18.05.2015 კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში რუსი სამხედროების მიერ ადგილობრივების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გამოიკვეთა. ოფიციალურად სოკოზე წასულ საკორინთლოელებს შორის სოფლის დეპუტატი ვახტანგ საჩალელიც აღმოჩნდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ თანასოფლელები სანადირო თოფით იყვნენ. სოფლის დეპუტატი ამბობს, რომ სოფელში ჭორია.
18.05.2015 გორის რაიონის მთიან და შერეულ ქართულ-ოსური სოფლების - ველები, მღებრიანისა და საყავრის მოსახლეობისთვის, მზის ბატარიების მოწყობის მიზნით, 70 ათასი ლარი გამოიყო. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, უკან დაბრუნების მოთხოვნით, მოსახლეობის განაცხადების რაოდენობა მატულობს. იმის გამო, რომ 90-იან წლებში დაცლილი სახლების მდგომარეობა სავალალოა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მთის პროგრამის დახმარებას ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესებით იწყებს.
18.05.2015 ,,ბატონო გამგებელო, მგელი დღისით შუა სოფელში დადის და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ" - უთხრა ქარელის რაიონის სოფლების - არადეთისა და ახალსოფელის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა გულიაშვილს. ,,ასეთ შემთხვევაში მგლის მოკვლა ნებადართულია" - უპასუხა გამგებელმა.
17.05.2015 გორის მერიის ნებართვით ქალაქის ცენტრში დღეს ავტორბოლა მოეწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ 3 წლის წინ აპროტესტებდა. ტრადიციულად მორიგი შეჯიბრი წელს გაიმართა. მთავარ მოედანზე რალი დილიდან საღამოს 18 საათამდე გაგრძელდა.
16.05.2015 გორში სადაზღვევო კომპანია ალდაგის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი თამარ ჭკადუა და ალდაგის შიდა ქართლის რეგიონის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბიძინა სამნიაშვილი რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
14.05.2015 კასპის რაიონის სოფელ საკორითლოში მცხოვრები 65 წლის როინ აბრამიშვილი რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა სტეფანე მესროფაშვილმა აცნობა.
14.05.2015 გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები ლია გოგაძე კლუბის ხელმძღვანელობიდან ისე გაათავისუფლეს, რომ არ უკითხავთ, თუ საიდან გააჩინა დარბაზისთვის სკამები, ვინ გადააფარა ჭერს სახურავი; ვინ გაიყვანა ელსადენები და ვინ გაანათა დარბაზი; ვინ შელესა კედლები და ვინ მოაწყო სცენა ფარდებით და, საერთოდ, ვინ გადაარჩინა ხიდისთავის კულტურის სახლი?
13.05.2015 დღეს საქართველოს ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩზე გორის "დილამ" სტუმრად, ალექსანდრე კვახაძის გოლის წყალობით, "სამტრედია" ანგარიშით 0:1 დაამარცხა და ვადამდე საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











