30.05.2015 ,,ყველამ თავის ტრ....ს მიხედოს" - ამ სიტყვებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციის წევრმა რობერტ კავთიაშვილმა საკრებულოს წევრების იერიში მოიგერია. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მუნიციპალიტეტის გამგებლის მუშაობის შესახებ პირველი კვარტლის ანგარიში დაიწუნა. ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან კამათი სწორედ მისმა გამოსვლამ გამოიწვია.
28.05.2015 გორში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის 4 შენობას ეკონომიკის სამინისტრო საკუთარ ბალანსზე აყვანის მიზნით ითხოვს. ამის წინააღმდეგ ქალაქის საკრებულოს 3 ოპოზიციური პარტია - ,,თავისუფალი დემოკრატები", ,,ერთიანი ოპოზიცია - ნინო ბურჯანაძე" და ,,ქართული პარტია" - მიდის. კომისიის გაფართოებულ სხდომაზე მერიის თხოვნის წერილი განიხილეს. გორის მერი საკრებულოსგან შენობების გადაცემის ნებართვას ითხოვს.
28.05.2015 გორის რესტორნებში ტრადიციად ქცეულ ჩხუბის სერიებს პოლიციელები აქტიურად ,,უერთდებიან". რესტორან ,,ნაჭარმაგევში" მომხდარი მასშტაბური დაპირისპირების შემდეგ რეგიონის პოლიციის უფროსის თანამდებობას გიორგი ლოთუაშვილი ტოვებს. მისმა პოლიციელებმა სპეცრაზმელებს სძლიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, განმარტებისგან თავს იკავებს.
ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ამა წლის 30 და 31 მაისს, გორში იმართება ფორუმი „პარტნიორობის შესახებ“, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი, კულტურის სფეროში მომუშავე ცენტრები.
27.05.2015 ,,ჩემი შვილიშვილის ტოლია კალაძე, მაგის მეუღლე ჩემი შვილიშვილის კურსელია. უნდა გულზე დავადო ხელი, გავიგო, ქვისა აქვს თუ ხორცისა" - უთხრა Qartli.gE-ს კასპის რაიონის სოფელ თელადგორში მცხოვრებმა მოხუცმა ქალბატონმა იმ დროს, როდესაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს სოფელში ელოდებოდნენ.
27.05.2015 დამოუკიდებლობის დღე ქარელში კონცერტით აღნიშნეს. ზეიმს ოპოზიცია შორიდან ადევნებდა თვალყურს.
27.05.2015 სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დღეის მდგომარეობით სულ 14 განაცხადი დაამტკიცა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
26.05.2015 დღეს საღამოს, 18:20 საათზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ”საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით სხვა და სხვა დროს უკანონოდ დაკავებული 10 პირი გათავისუფლდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღეს გორში შოუბიზნესის ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებსაც სხვადასხვა დროს, კულტურის სამსახურის სხვადასხვა ხელმძღვანელების მეშვეობით, მუდმივად იწვევენ.
26.05.2015 ეპიზოდი დამოუკიდებლობის დღიდან. სცენაზე - ბავშვთა საცეკვაო გუნდი ,,ხელოვნების აკადემია"
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











