11.02.2015 კომპანიას, რომელმაც 2014 წელს სამხატვრო სკოლის შენობის რეაბილიტაცია განახორციელა, გორის მერია სასამართლოში, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით, უჩივის. ამის შესახებ ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სამხატვრო სკოლის წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. დაახლოებით 110 ათასი ლარიდან მერია უკან 40 ათასი ლარის დაბრუნებას ითხოვს. კომპანია თანხის დაბრუნებას საკუთარი სურვილით არ აპირებს.
10.02.2015 მედიაციის ცენტრსა და გორის სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებმა შეთანხმებას ხელი დღეს მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ბაზაზე მედიაციის კლინიკა გაიხსნება, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მედიაციის საფუძვლებსა და პრინციპეპბს. დაეუფლონ პრაქტიკულ უნარჩვევებს და მონაწილეობა მიიღონ სიმულაციებში.
10.02.2015 წვიმის დროს სანიაღვრე არხებში წყალი გასავალს ვერ პოულობს. ამის გამო ნიაღვარი სახლებში და ეზოებში შედის. სამეფო ქუჩის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სწორედ, ყოფილი ლენინის ქუჩის ჩასმას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრეს.
10.02.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით, იგოეთი-კასპის გზის მოასფალტებისთვის 4 მლნ ნახევარი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ გამგებელმა საკრებულოს დეპუტატებს იმ დროს განუცხადა, როდესაც გზების რეაბილიტაციის პროგრამიდან დაახელობით 200 ათასი ლარის ,,შემცირების" წინადადებით შევიდა.
10.02.2015 გორში, კომბინატის დასახლებაში აცხადებენ, რომ მაწანწალა ძაღლს მდუღარე წყალი გადაასხეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დასახლების მოზარდებმა აცნობეს და ფოტოც მიაწოდეს. ძაღლი აღრიცხვაზე გორის თავშესაფარში ჰყავდათ აყვანილი და მკურნალობაც ჩატარებული ჰქონდა. შემდეგ კი ერთ-ერთ სასადილოს მიეჩვია.
09.02.2015 ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მცხოვრები ლილი ბირთველიშვილი საქართველოს პრეზიდენტს და მუნიციპალიტეტის გამგებელს, ერთი წლის წინ მიცემულ პირობას, უხსენებს. ამის შესახებ ლილი ბირთველიშვილმა სოფელში სტუმრად მყოფ რაიონის გამგებელს განუცხადა. ლილი ბირთველიშვილი ვაგონში ცხოვრობს. ხელმძღვანელი პირების დღევანდელი განცხადებით, ჯობია, მოხუცებული საცხოვრებლად შვილებთან გადავიდეს.
09.02.2015 შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში შემავალი სოფლების დეპუტატებისთვის ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახური, ხარჯების სახით, ყოველთვიურად, აღებულ 500-500 ლარის კანონიერებას ამოწმებს. ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაგალითი მოიყვანეს, სადაც მაკონტროლებლები ხარჯების სახით გაცემული თანხების მიზნობრიობას სწავლობენ. ქარელის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურიდან კი გვაცნობეს, რომ მათ უწყებაში, ხარჯების შესახებ, არც ერთ მაკონტროლებლებს საბუთები არ მოუთხოვებიათ.
08.02.2015 პოლიციის თანამშრომელი გია (გიორგი) სოსანაშვილი, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, საქართველოს პროკურატურამ დააკავა. ამის შესახებ მთავარმა პროკურორის პირველმა მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გია სოსანაშვილი კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოდანაა და ბოლო დრომდე ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში, წალკის რაიონში მუშაობდა. იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ააფეთქეს. სოსანაშვილი 7 თებერვალს დააკავეს.
08.02.2015 გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ საკორინთლოში პოლიციის თანამშრომლის გიორგი სოსანაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა 7 თებერვალს ჩატარდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს. ინფორმაციას ტერიტორიული თემის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.
06.02.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარებულ კონკურსის გასაუბრების ეტაპზე, ,,რესპუბლიკური პარტიის" წევრებს, - ,,საუბრები" - დაუწუნეს. ,,ფაქტია, რომ ჩვენი პარტიის წევრებს კონკურსში ხელახლა უწევთ მონაწილეობის მიღება, ამით, ყველაფერია ნათქვამი" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხათუნა თათანაშვილმა, რომელიც საკრებულოში ,,ფრაქცია ,,რესპუბლიკელები - ქართული ოცნება"-ს ხელმძღვანელია.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


