19.02.2015 ,,ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისება ევროპული ყაიდის მკაფიო რეგულაციების გარეშე დაუშვებელია" - აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი შოთა გულბანი, რომელმაც კანონში შემავალ ცვლილებებზე საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრეს–კლუბში დღეს ისაუბრა.
19.02.2015 ფრანშიზა დაითვლება რეალური მოსავლიანობიდან, შესაბამისად ვერ გადაფარავს ზარალის ოდენობას თუ ზარალი ასცდა 10% -ს. 2014 წლის პროგრამაში ფრანშიზა ითვლებოდა სადაზღვევო ლიმიტიდან, ხოლო ზარალი რეალური მოსავლიანობიდან, რაც უმეტეს შემთხვევაში ფრანშიზა ზარალის გადაფარვას იწვევდა. ზარალის შეფასების საერთო მეთოდი დაინერგა თითოეული კულტურის შესაბამისად, რაც მანამდე საერთოდ არ არსებობდა.
18.02.2015 დღეს პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" გორის ორგანიზაციის წევრები, ქართულ სააფთიაქო ქსელში არსებული პოლიტიკის წინააღმდეგ, საპროტესტო კამპანიას შეუერთდნენ. აღნიშნული კამპანია პარტიის ცენტრალურმა ოფისმა დღეს წამოიწყო. მასში 10 რაიონული ორგანიზაცია ჩაერთო.
18.02.2015 სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის სერვისცენტრის წარმომადგენლები 29 ოჯახის სახელზე გაცემული თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სააგენტოს იურისტმა ანა კორინთელმა განუცხადა. მისი თქმით, უკან დასაბრუნებელი თანხის რაოდენობა, აღნიშნული ოჯახებიდან, დაახლოებით 1000 (ათას) ლარს შეადგენს. სააგენტომ ბენეფიციარებს სასამართლოში უჩივლა.
18.02.2015 ,,ჩემს შვილს სკოლაში ორი თავის თანაკლასელი, თვეებია, ამცირებს და ფიზიკურადაც ჩაგრავს. ჩემი შვილი გააბოროტეს. რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ბავშვური ჭკუით ერთ-ერთ მათგანს სკამზე მახათი დაუდო." - ამბობს ქარელის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლის მშობელი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.
17.02.2015 ,,მაღაზიაში ზარალის ოდენობა დგინდება, ჯიხურზე კი ფანჯარა ჩამტვრეული დახვდათ მხოლოდ" - იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური, დღეს, დილით გორში ორ ადგილზე დაფისქირებულ ფაქტებზე.
17.02.2015 ,,სხვა გზა არ გვაქვს, ისევ გუბერნატორი უნდა ჩავრიოთ, იქნებ დაურეკოს და რამენაირად დააჩქარებინოს ეს საქმე ეკონომიკის სამინისტროში" - გვეუბნება იურიდიულ ქაღალდებში ჩაფლული რეზო გოგიაშვილი, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი. საქმე სკრის, ბერბუკის, ხურვალეთის და მეტეხის კოტეჯებში 2014 წლის 16 სექტემბერს დამთავრებულ სამუშაოებს ეხება. გაკეთებული მილების შემყურე მოსახლეობა 5 თვეა ბუნებრივ აირს ელოდება... 5 თვე.
17.02.2015 ,,ყოფილიყავი კოალიციაში და პრემიას შენც აიღებდი" - ეს ფრაზა ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს კობა ბერიანიძეს ეკუთვნის, რომელმაც თავის კოლეგას, საკრებულოს წევრს ალასანიას პარტიიდან, ხათუნა ხათაშვილს საპროცედურო კომისიის სხდომაზე კამათისას უთხრა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოძიებული მასალებით აღმოჩნდა, რომ საპრემიო ,,კოალიციაში" - ირაკლი ოქრუაშვილის, მიხეილ სააკაშვილის და ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრებიც არიან.
17.02.2015 ლიბერთი ბანკმა თიანეთის რაიონში, ერწოს ზონაში, კერძოდ ხევსურთსოფელში “პეი ექსპრეს” (PAY Express) მომსახურების ცენტრი გახსნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ახალი ცენტრი 5,000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. შედეგად, მომხმარებელს საბანკო მომსახურების მისაღებად შორ მანძილზე სიარული აღარ მოუწევს.
16.02.2015 ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სილამაზის სალონების ჰიგიენურ პირობებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები შეამოწმებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის ცენტრის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირმა ფარეხელაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


