რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
შსს: გორელი ტაქსისტი, რომელსაც ეძებდნენ, გამოჩნდა

14.06.2015 გორელი ტაქსისტი, რომელსაც 13 ივნისის ღამის შემდეგ ოჯახს არ დაკავშირებია  და პოლიცია ეძებდა, დღეს დღის მეორე ნახევარში გამოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ის სახლში უვნებელი დაბრუნდა.

17:22 / 14.06.2015
სტალინის ქუჩაზე გველი მოკლეს

13.06.2015 გორის ცენტრში, სტალინის გამზირის ბოლოს, ასფალტზე გველი მოკლეს. სავარაუდოდ, აღნიშნული სახეობის ქვეწარმავალი შხამიან გველებს არ მიეკუთვნება, რადგან ის ქალაქის ცენტრში ნოტიო ამინდების დროს გამოჩნდა და წყლის მოყვარულია.

01:35 / 14.06.2015
რეაბილიტირებულ კანალიზაციაში გამგეობის მანქანა ჩავარდა

13.06.2015 დადიანის ქუჩაზე კანალიზაციის ორმოში გამგეობის თანამშრომლის მანქანა, ხოლო შემდგომ გვიან საღამოს კი, სატვირთო ავტომანქანა ჩავარდა. ამის შესახებ Qartli.gE - ს აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებლებმა განუცხადეს და ფოტომასალაც მიაწოდეს. ნიაღვარმა ორმოები იმ ადგილზე წარმოშვა, სადაც კანალიზაცია გადის და მისი რეაბილიტაცია სულ რამდენიმე თვის წინ განხორციელდა.

00:24 / 14.06.2015
თელიანსა და დოესში ზარალს ითვლიან

13.06.2015 მარწყვის გაყიდვის შემდეგ აღებული თანხით თელიანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბერუაშვილის ოჯახი, ეზოში გაკეთებულ მცირე აუზში, თევზების მომრავლებას გეგმავდა. 2015 წლის 11 ივნისს სტიქიამ - სეტყვამ და ნიაღვარმა - ამის საშუალება მოუსპო. სოფელ დოესში კი მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორა. ამ დღეს სტიქია კასპის რაიონში, სწორედ, დოესი-თელიანი-მეტეხის ნაწილში მძვინვარებდა.

00:06 / 14.06.2015
სტიქია ბობნევიდან ატენამდე (VIDEO)

12.06.2015 დახოცილია შინაური ფრინველი და პირუტყვი. თამაზაშვილების ოჯახში ძაღლი თავის ბუნაგით წყალმა გაიტაცა. დანგრეულია ინფრასტრუქტურა. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო. გამგეობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, იუწყება მუნიციპალიტეტის პრესსამსახური.

 
02:07 / 13.06.2015
გორში აქცია „სიცოცხლის გამოწვევა“ გაიმართა

12.06.2015 აქცია „სიცოცხლის გამოწვევა“ დღეს გორში ჩატარდა. „გორის რაიონის ახალგაზრდული საკრებულოს“ დეპუტატებმა ქალაქის ქუჩებში ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობას მოუწოდეს მიეღოთ აქციაში მონაწილეობა. საკრებულოს წევრებმა და მოხალისეებმა სისხლი გორის სამხერდო ჰოსპიტალში ჩააბარეს.

01:37 / 13.06.2015
ფორუმელებმა, ნაციონალებმა, დემოკრატებმა, ოქრუაშვილებმა - ანსამბლი დააფუძნეს

 12.06.2015 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 35 დეპუტატიდან 19-მა დეპუტატმა ანსამბლის ,,მაჩაბელას" დაფუძნებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ,,ნაციონალები" ოვაციებით შეხვდნენ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის არსენ აზალაძის ინიცირებულ წინადადებას ,,ნაციონალებთან" ერთად მხარი  ,,თავისუფალი დემოკრატებისა" და ,,ქართული პარტიის" წარმომადგენლებმა დაუჭირეს. ოპოზიციას გვერდით ,,ეროვნული ფორუმი" დაუდგა. 

00:11 / 13.06.2015
გორის უკან კასპია

11.06.2015 რეგიონში სეტყვისგან მიყენებულ ახალ ზარალს ითვლიან

03:00 / 12.06.2015
სქემა - ატენის ხეობიდან სტიქია მტკვრის ხეობას აუყვა

11.06.2015 ტანას ხეობიდან სეტყვა მტკვრის მარცხენა სანაპიროს აუყვა. ატენის თემში შემავალი სოფლები უკვე ხელმეორედ დაისეტყვა. ამის შემდეგ სეტყვამ ზედაველის ველი გადაიარა და სოფელი დოესი, გრაკალი, სასირეთი და მეტეხი დასეტყვა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სეტყვა კავთისხევთან დასრულდა. 

01:27 / 12.06.2015
გორელებს ინოვაციების ლაბორატორიების შექმნას სთავაზობენ

11.06.2015 გორელებს (FABLOB) და (ILAB) ტიპის სამრეწველო და სასწავლო ინოვაციების ლაბორატორიების შექმნას სთავაზობენ. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერის მოადგილეს დღეს შეხვდნენ.

 
18:09 / 11.06.2015
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.