10.07.2015 ახალი გარემონტებული ოფისი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარითა და ინტერნეტით. დანერგილია ყველა ელექტრონული პროგრამა, რაც სარეგისტრაციო სამსახურში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრის ნებისმიერი მომსახურებით სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სარგებლობის საშუალებას აძლევს.
10.07.2015 გორისა და ხაშურის თვითმმართველი თემების საკრებულოების წევრებმა ხარჯების ანაზღაურების რაოდენობა 500 ლარიდან 750 ლარამდე გაიზარდეს. ამის შესახებ შესაბამის დადგენილებებში ცვლილებები უკვე შეიტანეს.
08.07.2015 თემაზე ,,გენდერული თანასწორობა ქალთა წინსვლისთვის" დემოკრატიული ჩართულობის გორის ცენტრში, ასოციაცია ,,ქალი და განვითარება"-ს მიერ გამართულ შეხვედრაზე, ძირითადად, ქალები საუბრობდნენ.
07.07.2015 კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ხეზე ჩამომხვრჩალი ნახეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიით მიმდინარეობს.
07.07.2015 ოლიმპიური ცეცხლის შესვლა ქალაქ ქარელში გრანდიოზულად აღნიშნეს. ამის ინიციატორი ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ლერი ხაბელოვი იყო. იმ დროს, როდესაც ქალაქის ცენტრში ცეცხლის შემოსვლას ელოდებოდნენ, ყინწვისის მონასტრიდან მიმავალი მიკროავტობუსის მგზავრები პოლიციას გზის გახსნას და საავადმყოფოსკენ წასვლის უფლებას სთხოვდნენ.
07.07.2015 ,,აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში გორში გამართულ შეხვედრაზე მცირე და მიკრო ბიზნესის წარმოების მსურველებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს და პროექტის კოორდინატორებს შეკითხვები დაუსვეს. გორის უნივერსიტეტში 5 ივლისს გამართულ შეხვედრას შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები ესწრებოდნენ.
07.07.2015 წუხელ, გვიან საღამოს, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ,,ავერსის" აფთიაქის კარებზე შუშა ჩაამტვრიეს. სხვისი ქონების დაზიანებით დაკვალიფიცირებული დანაშაულებრივი ქმედების მოტივი მორიგე ფარმაცევტისთვის უცნობია.
06.07.2015 ადმინისტრაციული წესით დასჯილია 10 თანამშრომელი, მათ შორის, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. საქმე 2015 წლის 25 ივნისს ახალგორის გამგეობის თანამშრომლებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება. გამგებელმა 2 თანამდებობის პირი სამსახურიდან გაათავისუფლა.
05.07.2015 დღეს, დაახლოებით 16 საათზე, წმინდაწყალზე, ცხინვალის გზატკეცილის მე-3 კმ-ზე მდებარე გაზგასამართ სადგურთან ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლის ალი გვერდით მყოფ მსუბუქ ავტომანქანას გადაედო. დაშავებულია სატვირტო ავტომანქანის მძღოლი, რომელმაც ხელის კიდურებზე დამწვრობა მიიღო. მან სასწრაფო მანქანის მისვლამდე, ტაქსით საავადმყოფოში წასვლა შეძლო.
04.07.2015 გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მცხოვრებმა ქევსერ სამადალაშვილმა, რომელსაც სკოლაში 38 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, გუშინ, ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, მცირე და მიკრო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაციაზე, საჯაროდ რაიონის გამგეობა უფლებების შელახვაში დაადანაშაულა. გორის მაჟორიტარი დეპუტატის სოსო ვახტანგაშვილის პატრონაჟობის ქვეშ მყოფი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან გაბრაზებულ ქალბატონს შიდა ქართლის გუბერნატორმა გასცა პასუხი: ,,მივხედავთ, ქალბატონო, მათ ვინც გაგაბრაზათ".
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











