12.03.2015 მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 12 მარტამდე გორის რაიონში 1 523 280 კვ.მ საძოვარი, (1 ჰა = 10 000 კვ.მ) ძირითადად, მაღალმთიან ზონაში გაიყიდა. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტში 69 975 ლარი შევა. ციფრები სახელმწიფო ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციის განყოფილების ოფიციალური ვებ-გვერდიდან აღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
12.03.2015 ქალაქისა და რაიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი დაადგინეს. ქალაქ გორის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, წმინდაწყლის დასახლების კომერციული უბნები ცენტრალური ზონა გახდა.
11.03.2015 შიდა ქართლში შემავალ მუნიციპალიტეტებს შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან დადებითი შეფასება, მხოლოდ, კასპის მუნიციპალიტეტის მუშაობამ დაიმსახურა. საქმე 2014 წლის საბიუჯეტო თანხების ათვისებას ეხება. ღარიბაშვილის მიერ ჩამოთვლილ 24 წარმატებულ მუნიციპალიტეტებში ხაშური, ქარელი და გორის არც ერთი მუნიციპალიტეტი მოხვდა.
11.03.2015 გორის რაიონის სოფლები, ქვემო არცევი და მუმლანთკარი, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლების შემადგენლობაში შევა. ამის შესახებ დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
11.03.2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის 112-ის თანამშრომლები ხაშურელებს საკუთარი საცხოვრებელი სახლების ნუმერაციის გაკეთებას ცარცით და საღებავებით სთხოვენ. ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტს 112-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ირინა მჭედლიძემ ოფიციალურად მიმართა.
11.03.2015 სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს. სამშენებლო კომპანიებისგან წინადადებების მიღება დღეს 11 მარტს დაიწყო. ხაშურში მინისტადიონების რეაბილიტაციის პროგრამის შესახებ მუნიციპალიტეტმა ტენდერი 6 მარტს გამოაცხადა. იხილეთ:
10.03.2015 გორის რაიონის სოფელ ვარიანში მცხოვრები გენადი ზუბაშვილი, დღეს, 10 მარტს პოლიციის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად აღარ მიიღეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისიდან აცნობეს. 9 მარტს გვიან ღამით Qartli.gE-ის მიერ გავრცელებული ვიდეოს შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა გენადი ზუბაშვილის ინტერესების დაცვა გადაწყვიტეს.
10.03.2015 ქართული ცეკვის ლეგენდის ნინო რამიშვილის დაბადებიდან 105 წლისთავის აღსანიშნავად საიუბილეო ღონისძიება გორის სულხან ცინცაძის სამუსიკო კოლეჯის ფოიეში გაიმართა, რომელიც საქართველოს სახალხო არტისტის, ანსამბლ სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავის თენგიზ უთმელიძის ფოტოგამოფენით გაიხსნა.
10.03.2015 პროექტ „განავითარე ბიზნესის“ ფარგლებში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ადგილობრივ ფერმერულ გაერთიანებასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი, ადგილზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ფერმერული გაერთიანება „ნიქოზის“ შემდგომი განვითარებისთვის სამოქმედო ნაბიჯების დასახვა იყო.
10.03.2015 გასული სასწავლო წელი მაღალი შეფასებით 160 მოსწავლემ დაამთავრა, საშუალოზე მაღალი 153-მა, საშუალო 58, საშემოდგომო გამოცდა მიეცა 28 მოსწავლეს, სკოლიდან გავიდა 28 მოსწავლე. ამის შესახებ ვანო მურადელის სამუსიკო სკოლის წლიურ ანგარიშშია საუბარი, რომელიც ქალაქ გორის საკრებულომ ცნობის სახით მიიღო.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


