23.03.2015 ,,შემოსული არის გამგეობაში განცხადებები, რომლითაც რამდენიმე ადამიანი ითხოვს მიწების შესყიდვას. მე გპირდებით, რომ ჩემი გამგებლობის პერიოდში თქვენს სოფელში თქვენს გარეშე საძოვრები არ გაიყიდება" - ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ სასირეთის მოსახლეობას სოფლის კრებაზე განუცხადა.
23.03.2015 ქარელის რაიონის 5 სოფელში - ბრეძა, საციხური, აბანო, ბერძენაული და აბისი/აბისისთავი - გაზიფიცირების სამუშაოები 2015 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა, ,,სოკარ ჯორჯია გაზის" ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, საკუთარ წარმომადგენლებს გააცნო.
23.03.2015 უძველესი ნამოსახლარი, სადაც დაახლოებით 10 ისტორიული და თანაც უწყვეტი პერიოდის (პალეოლითიდან დაწყებული ძვ.წ 1 საუკუნით დამთავრებული) სამარხები და ნივთებია აღმოჩენილი, შესაძლოა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანონ. სტატუსის მოთხოვნის თაობაზე საქართველოს კულტურის სამინისტრო შესაბამის დოკუმენტებს, 31 მარტამდე, იუნესკოში წარადგენს. გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური გათხრები, 2008 წელს, ცენტრალურ ავტობანზე მიმდინარე სამუშაოებმა დააჩქარა.
22.03.2015 ამ დროისათვის ქვიშხეთში უკვე აშენებულია 2 ხიდი, მიმდინარეობს 4 ხიდის რეაბილიტაცია. ასევე ხორციელდება მილხიდებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია. აქტიურ ფაზაშია ქვიშხეთში მდინარე შოლას მონაკვეთებზე გაბიონისა და ბიტონის კედლების ნაპირსამაგრების მოწყობა და კალაპოტის მოწესრიგება. აღნიშნული სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.
22.03.2015 ,,არსებობენ პოპულარული და პროფესიონალი ჟურნალისტები. პროფესიონალი ჟურნალისტი ლაპარაკობს მხოლოდ სიმართლეს, ხოლო პოპულაური ჟურნალისტი ლაპარაკობს ყველაფერს" - ამის შესახებ ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის პროფესიოლ დღესთან დაკავშირებით ადგილობრივ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
22.03.2015 ,,ჩვენ მხოლოდ გადაღებების დროს არ გვახსოვხართ,“ ეს იყო მთავარი გზავნილი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ მიერ მოწყობილ საღამოზე, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის დღეს 21 მარტს მიეძღვნა და რომელსაც შიდა ქართლში მომუშავე ჟურნალისტები ესწრებოდნენ. პოლონეთში მყოფი ორგანიზაციის თავმჯდომარე, მეგი ბიბილური ონლაინ ჩართვით ღონისძიებაში მონაწილეობდა და მედიის წარმომადგენლებს სიურპრიზიც მოუწყო.
21.03.2015 ,,გათიშე კამერა, საიდან ხართ? ნებართვა ვინ მოგცათ? რატომ იღებთ?" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის შტაბთან შეკრებილმა, ახალგაზრდული შტაბის წარმომადგენლებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს ამ სიტყვებით მიმართეს. პარტიის მხარდამჭერები თბილისში აქციაზე წასასვლელად ემზადებოდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეები საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
20.03.2015 მუნიციპალიტეტის გამგებელი მშობლიურ ბრეთის მეურნეობაში
20 მარტს შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ქარელი-ყინწვისი-გვერძინეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარის გზა 6,7 კმ–ზე დაიგება.
20.03.2015 კასპის რაიონის სოფელ ჩოჩეთში საძოვრების დიდი ნაწილი კერძო პირების სარგებლობაშია. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებელს სოფლის კრებაზე შესჩივლეს. საძოვრების თემა ადგილობრივმა მკვიდრმა, ერთ-ერთმა ქალბატონმა წამოწია, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავს. მისი თქმით, ამინდების გამოდარებისთანავე ეს საკითხი უფრო გამწვავდება.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


