რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
ქვემეხების გრუხუნი გორის თავზე გრძელდება

06.04.2015 ქალაქ გორში, ვერხვების ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ბაზაზე წვრთნები გრძელდება. მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენების გამო გორის მოსახლეობა წლებია შეწუხებულია. გორის საკრებულოს წევრის, თამარ თედლიაშვილის ინიციატივით, საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის სახელზე მოხსენებითი ბარათი მოამზადეს. თვითმმართველობის წარმომადგენლები ვერხვების დასახლებიდან პოლიგონის გადატანას მოითხოვენ.

15:56 / 06.04.2015
,,თუ გვინდა სამართლიანობა აღვადგინოთ, შსს-გან მანქანები დავიბრუნოთ"

04.04.2015 ,,თუ გვინდა, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ, ეს მანქანები შსს-გან უნდა დავიბრუნოთ" - ამის შესახენ ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელმა ილია მეტრეველმა ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თვითმმართველობის კუთვნილი მანქანები, თავის დროზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებას წაართვა, ხოლო დღეს ამ მანქანების დაბრუნების დრო დადგა.

21:52 / 04.04.2015
,,მოპარული ფულით გამიგია ბიზნესი, მაგრამ ნაჩუქარით არა"

04.04.2015 ,,მოპარული ფულით გამიგია ბიზნესის დაწყება, მაგრამ ნაჩუქარი ფულით არა" - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ერთიანი ოპოზიციდაან ზურაბ როსებაშვილმა ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე იმ დროს განაცხადა, როდესაც გორის მერიის შეთავაზებულ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას იხილავდნენ.  ,,მე ვერ გეტყვით რას ნიშნავს მოპარული ფულით ბიზნესის გაკეთება, რადგან ამის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ იმაზე ნაკლები რისკი არსებობს, ვიდრე ბანკისგან აღებული კრედიტით" - უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა.

21:11 / 04.04.2015
საკრებულოს წევრებს სხდომაზე ამღვრეული წყალი დასალევად მიუტანეს

03.04.2015 კასპის საკრებულოს სხდომაზე სოფელ წინარეხის მოსახლეობის ნაწილმა ამღვრეული წყალი საკრებულოს წევრებს დასალევად მიუტანა. საქმე სასმელი წყლის რეაბილიტაციის იმ პროგრამის ხარვეზებს ეხება, რომელიც 2014 წელს 218 000 ლარის ფარგლებში წინარეხში ჩატარებული სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოვლინდა. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა ირწმუნება, რომ დამონტაჟებული მილები, საბოტაჟის მიზნით, ხელოვნურად დააზიანეს.

03:09 / 04.04.2015
,,თუ ჰაერი არ გყოფნით, ფანჯარა გააღეთ"

03.04.2015 კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვახტანგ ბეჟიტაშვილი აცხადებს, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში არ უშვებს და იქ სხდომების ჩატარების საშუალებას არ აძლევს. 

02:11 / 04.04.2015
112-ის სერვისის პრეზენტაცია სმენადაქვეითებულთათვის

03.04.2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის ახალი სერვისის პრეზენტაცია (SMS და ვიდეო ზარი)  დღეს გორის ,,ინვალიდთა კლუბში" შეხვედრაზე მყოფ სმენადაქვეითებულ მოქალაქეებისთვის გაიმართა. აღნიშნული სერვისი, რომელიც 27 მარტიდან, 24 საათის განმავლობაში მოქმედებს, უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის.

01:04 / 04.04.2015
ეტალონის ტურნე შიდა ქართლში

03.04.2015 შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის მხარადაჭერით მედიაპროექტ „ეტალონი“- ს ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებს 2015 წლის 2 აპრილს ესტუმრა.  გუბერნატორი და გადაცემის წამყვანი მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ადმინისტრაციის თანამშრომელბს, სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ.

13:41 / 03.04.2015
დაშავებულია 4 ადამიანი

02.04.2015 გორში, აღმაშენებლის გამზირზე, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია 4 ადამიანი. ერთ-ერთი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელი სახლის კუთხეს შეეჯახა. ავარიის ამსახველი ფოტო ფეისბუქზე გავრცელდა.

03:23 / 03.04.2015
დაპირისპირება სოციალური მომსახურების სააგენტოში

02.04.2015 გორის რაიონის სოფელ კოშკაში მცხოვრები გულო გრეგორიანცი აცხადებს, რომ მის ორწლინახევრის შვილიშვილს, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფია და მკურნალობა საზღვარგარეთ ესაჭიროება, სოციალური მომსახურების სააგენტოში პროტესტის ნიშნად დატოვებს. ამის შესახებ გამყოფი გაზის სიახლოვეს მდებარე სოფელში მცხოვრებ გრეგორიანცსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის სერვისცენტრის უფროსს შორის კამათი გაიმართა, რომელიც Qartli.gE-მ დააფიქსირა.

22:01 / 02.04.2015
გამგებელი წერილის გაგზავნას აგვიანებს

02.04.2015 დაბა აგარის მოსახლეობა აგარის ქარხნის ბალანსზე მყოფ კლუბის შენობის გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის წევრმა ზურაბ ქველაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პრობლემის გადაწყვეტის გაჭინაურებაში მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა გულიაშვილს ადანაშაულებს. 

22:52 / 02.04.2015
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.