08.05.2015 გორის რაიონის სოფელ კარალეთის საჯარო სკოლიდან, დღეს, 9 მოსწავლე ბავშვთა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს. ექიმები ინტოქსიკაციის მიზეზებს ადგენენ, სკოლის დირექტორი და მასწავლებლები გამომწვევ მიზეზებს შორის წყალს გამორიცხავენ.
08.05.2015 დღეს გორში, სტალინის ბაღში, ,,თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მიერ გამართულ ანტისაოკუპაციო გამოფენას, მუშტი-კრივი მოჰყვა. ერთ-ერთ ორგანიზატორს ონისე გერგედევას ფიზიკური შეურაცხყოფა ნუგზარ ბადაშვილმა მიაყენა. გერგედავამ შემდგომში ხელჩართული ჩხუბი რატი საბანაძესთან გამართა. რატი საბანაძის გარდა, ნუგზარ ბადაშვილს თან გიორგი გოგიჩაიშვილი ახლდა. ვინ არიან ისინი და რა აკავშირებთ ,,ქართულ ოცნებასთან?"
07.05.2015 შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს ტყვიავის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გელა ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
06.05.2015 კასპში კლინიკა ,,გინიკა+"-ის მხარდაჭერით მოხუცთა და შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახლი იხსნება. დაწესებულებაში მცხოვრები მოხუცებისთვის, როგორც კლინიკოლაბორატორიული კვლევების ჩატარება, ასევე ექიმის მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება. იმუშავებს ფსიქოლოგი.
04.05.2015 გორში, ავტოპარკირების ადგილების გაქირავების მიზნით, ქალაქის საკრებულომ აუქციონის გამოცხადების უფლებას მერიას უკვე მისცა. მერია სააუქციონე დოკუმენტაციას ამზადებს. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში ერთი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მან ბიუჯეტში წლიურად 174 000 (ას სამოცდათოთხმეტი ათასი) ლარი უნდა შეიტანოს. იხ..
30.04.2015 ქალაქ გორში არასასოფლო სამეურნეო დანიშნულები მიწის ნაკვეთების მასშტაბური პრივატიზაცია იგეგმება. ამის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპელიტეტის საკრებულოში უძრავი ქონების პრივატიზების გეგმა დასამტკიცებლად უკვე შევიდა. 55 ადგილზე მიწის ნაკვეთის საწყისი ჯამური ღირებულება 1 მლნ 900 000 ლარია. მიწები აუქციონის წესით გასხვისდება, ხოლო მიღებული შემოსავალი მერიის ბიუჯეტში შევა.
30.04.2015 აღსაზრდელთა გარკვეული კონტინგენტი, ვაკანსიის არქონის გამო, ქალაქ გორის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ვერ ჩაირიცხა. სკოლამდელ დაწესებულებებში, რომელიც გორის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება, თბილისში, ჩოხატაურში, ჩხოროწყუში, ასპინძაში, საჩხერეში და ა.შ., საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში რეგისტრირებული ბავშვები ირიცხება. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მაგალითად, გორის მე-10 საბავშვო ბაღში თურქეთის და საბერძნეთის მოქალაქე ბავშვებიც ჰყავთ. ქალაქ გორის საბავშვო ბაღებში ჩარიცხულ 3032 ბავშვიდან ქალაქ გორის მკვიდრი მხოლოდ 1880-ია, ხოლო დევნილი - 456 ბავშვი. დანარჩენი 683 ბავშვი კი გორის მიღმაა რეგისტრირებული.
29.04.2015 რა ხდება გენერალურ ინსპექციაში, მოქალაქის ზარისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ, შეტყობინების შემდეგ? ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოკვლევა ჩაატარა.
29.04.2015 გორში ბუნებრივი აირის მიწოდება, დღის მეორე ნახევარში, საღამოს 18 საათამდე აღდგება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოკარ-ჯორჯია საქართველოს ოფისიდან აცნობეს.
28.04.2015 ქარელის რაიონის სოფლებში შინაურ საქონელს წითელი ფერის ჰელმონითი აღმოაჩდა, რომელიც წველადობას 20% ამცირებს. ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ტერიტორიული თემის წარმომადგენლები გააფრთხილა. დაავადების გამწვავებას საქონლის დაღუპვა მოსდევს. თემის წარმომადგენლებს მოსახლეობის დროული ინფორმირება და აცრების ჩატარების დაჩქარება დაევალა.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


